სოციალურმა ქსელებმა, Facebook-მა და Instagram-მა ერაყში მოკლული ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მხარდამჭერი პოსტები წაშალეს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს Facebook-ის წარმომადგენელმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, კომპანია აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების პირობებში მუშაობს, ხოლო აკრძალვების ნაწილი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურობას ეხება. შესაბამისად, ყველა პროფილი, რომელიც აშშ-ის „შავ სიაში“ მყოფ პირებს აქებს, ავტომატურად უქმდება.
ირანის მთავრობის პრესმდივანმა, ალი რაბიეიმ სოციალური ქსელების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ირანში Facebook-სა და Twitter-ზე წვდომა გასული წლის ნოემბერში შეიზღუდა, თუმცა Instagram-ს ეს აკრძალვა არ შეხებია.
Imedinews