რუსეთში სოციალურ ქსელზე Twitter წვდომა შეწყდა, ნათქვამია როსკომნადზორის ქსელებზე შეზღუდვების შემოწმების სერვისის განცხადებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ 24 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღეს.
1–ელ მარტს დაიწყო Twitter–ის განმეორებითი შენელება პერსონალური კომპიუტერებისთვის „ჭარბი ფეიკ ამბებისა და უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო. ეს შეზღუდვები მას შემდეგ გაუქმდება, რაც Twitter აკრძალულ კონტენტს წაშლის“, – აცხადებენ როსკომნადზორში.