„ფაიზერის“ მეორე დოზით ასაცრელად რეგისტრაციის შესახებ 14-15 აპრილს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მეორე აცრის კალენდარი წინასწარ ერთი კვირით ადრე დაჯავშნონ.
„დაახლოებით ოთხშაბათს ან ხუთშაბათს გამოცხადდება ასევე ჩაწერა მოსახლეობისთვის „ფაიზერის“ მეორე დოზებზე, ანუ ვინც პირველი გაიკეთა. მოგეხსენებათ, სამი კვირიდან, 21 დღიდან 28 დღის ინტერვალში კეთდება მეორე დოზა და მოსახლეობას ეცოდინება უკვე, რომ ისევ იმ დაწესებულებაში, სადაც პირველი დოზა გაიკეთა, უნდა დაჯავშნონ ადგილი და მივიდნენ. გაიხსნება ოთხშაბათს ან ხუთშაბათს და ეცნობება მოსახლეობას, რომლებსაც ექნებათ საშუალება, დაჯავშნონ და დაგეგმონ მეორე აცრის კალენდარი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ფაიზერის მეორე დოზით ვაქცინაცია 21 აპრილიდან დაიწყება.
imedinews.ge