საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩაზეარსებული სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1500 კვ.მ ფართობზე განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა LED სანათები, ფიტნეს ტრენაჟორები, საპარკე სკამები და კაუჩუკისსაფარიან მოედანზე სხვადასხვა ატრაქციონი განთავსდა. სკვერში ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც.
რეაბილიტირებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.
„ფანასკერტელის ქუჩაზე კიდევ ერთი სკვერის კეთილმოწყობა დავასრულეთ. აქ გართობისა და დასვენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ვფიქრობ, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. დასასვენებელი სივრცეების მოწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობასაქტიურად განვაგრძობთ“, -განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
სამუშაოები, რისთვისაც ბიუჯეტიდან 142 620 ლარი გამოიყო,საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ტაომ“ განახორციელდა.