Coca-Cola-ს დიზაინის ჯგუფმა და კრეატიულმა სააგენტო Jones Knowles Ritchie-მა Fanta-ს რებრენდინგი განახორციელეს და მის განახლებულ „იდენტობაში“ გართობისა და თამაში ხასიათი დანერგეს.
ბრენდმა საკულტო ფორთოხლის არომატის გარდა, სხვადასხვა გემოს დანერგვაც დაიწყო. ამიტომ ფორთოხლის ლოგო აღარ შეესაბამებოდა რეალურ მოცემულობას. დიზაინერმა ჯგუფმა ლოგოდან ამოიღეს ფორთოხლის წრე და ფოთოლი. ვიზუალი ბრაზილიელმა ილუსტრატორმა ლუკას ვაკამაცუმ შექმნა.
Fanta არის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ბრენდი ჩვენს პორტფოლიოში, თუმცა აშკარა იყო, რომ მას გარკვეული ცვლილება სჭირდებოდა, - განაცხადა The Coca-Cola Company-ის დიზაინის გლობალურმა ვიცე-პრეზიდენტმა რაფა აბრეუმ.
მისი თქმით, Fanta-ს ორიენტირებულია უფრო ახალგაზრდებზე, მაგრამ მათი აუდიტორია არის ყველა, ვისაც გულში სიხარული აქვს და მნიშვნელოვანი იყო, რომ უფროს აუდიტორიამდე მიეყვანათ გართობისა და სიხარული გზავნილი.