FAO-მ  ყურძნის ჭიის „გამრავლების შემაფერხებელი პროგრამა“ 200 ჰექტარის ფართობის ვენახში დანერგა

FAO-მ ყურძნის ჭიის „გამრავლების შემაფერხებელი პროგრამა“ 200 ჰექტარის ფართობის ვენახში დანერგა

access_time2023-01-26 14:15:37

2022 წელს, „გაეროს“ „სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ“ (FAO), ევროკავშირის „EU4Business“ ინიციატივის მხარდაჭერით, „გამრავლების შემაფერხებელი პროგრამა“ განახორციელა და ქვეყანაში ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა 200 ჰექტარის ფართობის ვენახში დანერგა.


ევროპული ყურძნის ჭია – Lobesia botrana, ყურძნის წარმოებას მნიშვნელოვნად აზარალებს. ის დაახლოებით 40%-ით ამცირებს მოსავალს და, ბუნებრივია, ყურძნისა და ღვინის ხარისხზეც უარყოფითად აისახება.


პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს, ევროკავშირი და FAO თორმეტ მცირე, საშუალო და დიდ მეღვინეს დაეხმარა და გააცნო ინოვაციური, ორგანული მეთოდი, რომელიც ამცირებს პესტიციდების გამოყენების საჭიროებას. „გამრავლების შემაფერხებელი პროგრამა“ მამრობითი სქესის ყურძნის ჭიის დასაბნევად ფერომონს იყენებს, რაც მას მდედრის პოვნაში უშლის ხელს. შედეგად, ჭია ვეღარ ნაყოფიერდება და ვეღარ მრავლდება, ხოლო ვენახი ნაკლებად ზიანდება. 


შესაბამისად, ფერომონების გამოყენება მდგრადი და ეკო-მეგობრული ყურძნის მოვლის საშუალება და ორგანული ღვინის წარმოების ხელშემწყობი მეთოდია.



გასულ წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO-მ ეს პრაქტიკა 200 ჰექტარის ფართობის ვენახში დანერგა. თორმეტივე მეღვინემ განაცხადა, რომ მათი მოსავალი დაახლოებით 40%-ით გაიზარდა, ხოლო დანახარჯები ქიმიკატებზე  შემცირდა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ბენეფიციარებს ასევე ბევრად გაუმარტივდებათ მავნებლების ინტეგრირებული მართვა. 


ევროკავშირის მხარდაჭერით, „გამრავლების შემაფერხებელი პროგრამის“ ეფექტურობა  ყოველწლიურად იზრდება. 2023 წელს, FAO უფრო აქტიურად განაგრძობს აღნიშნული მიმართულებით საქმიანობას და პროგრამაში ჩართავს მეღვინეებს საქართველოს დასავლეთის რეგიონებიდანაც, რაც 2022 წელს პროექტის პრიორიტეტს არ წარმოადგენდა.


„გამრავლების შემაფერხებელი პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოში ორგანული სოფლის მეურნეობისა და გაუმჯობესებული სურსათის უვნებლობის სტანდარტების წარმატებული პრეცენდენტი შეიქმნა. ამასთანავე, ვენახში ფერომონების გამოყენება პესტიციდების ნარჩენებით გაჯერებული ღვინის მოხმარების რისკებსაც ამცირებს. მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება შესაძლოა დადებითად აისახოს ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი კონკურენტუნარიანობის კუთხით, რაც თავის მხრივ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.


ამგვარად, FAO და ევროკავშირი, ფერმერული თემების განვითარებას ეხმარებიან საქართველოში და მუშაობენ ოთხი ძირითადი მიმართულების გასაუმჯობესებლად: უკეთესი პროდუქცია, უკეთესი კვება, უკეთესი გარემო და უკეთესი ცხოვრება.


გამრავლების შემაფერხებელი პროგრამა“ FAO- განახორციელა ევროკავშირის მხარდაჭერით, „EU4Business“ ინიციატივისევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოშიფარგლებში. ევროკავშირის აღნიშნული ინიციატივა, მიზნად ისახავს ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას იურიდიული გარემოს გაუმჯობესების, ფინანსებთან წვდომისა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით.


თეგები:
FAO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up