მარტში სურსათის ფასზე ისტორიული მაქსიმუმის შემდეგ, ფასების კლება ზედიზედ 6 თვეა გრძელდება, აგვისტოსთან შედარებით, მსოფლიოში სურსათის ფასი 1,1% - ით შემცირდა.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშში წერია, რომ სურსათზე FAO -ს ინდექსმა 136,3 პუნქტი შეადგინა, რაც აგვისტოს მაჩვენებელზე 1,1% -- ით ნაკლებია.
ანგარიშის თანახმად, აგვისტოსთან შედარებით სექტემბერში ბურღულეულის ფასი 1,5% - ით გაიზარდა, ბრინჯის ფასი კი 2,2% ით ა რის გაზრდილი. მცენარეულ ზეთზე ფასი 6,6% - ით არის შემცირებული, რძის ფასზე 0,6% იანი კლებაა, ხოლო შაქრის ფასი 0,7% ით არის შემცირებული.
თაკო კვაჭანტირაძე