რა პროდუქტები გაძვირდა და გაიაფდა - FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი

რა პროდუქტები გაძვირდა და გაიაფდა - FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი

access_time2022-07-11 15:30:19

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, 2022 წლის ივნისი მიყოლებით მესამე თვეა, როცა მსოფლიოში სასურსათო საქონლის ფასები ოდნავ შემცირდა.


FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა მაისის შემდეგ 2.3 პროცენტით იკლო და 2022 წლის ივნისში საშუალოდ 154.2 ქულა შეადგინა. თუმცა, ის 2021 წლის ივნისის მაჩვენებლებს 23.1 პროცენტით უსწრებს. ინდექსი სასურსათო საქონლის საერთაშორისო ფასებზე ყოველთვიურ ცვლილებებს ასახავს.


ივნისში მისი კლება აისახა მცენარეული ზეთის, მარცვლეულისა და შაქრის ფასებზე, ხოლო რძის პროდუქტისა და ხორცპროდუქტის ფასები გაიზარდა. 


FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსმა ივნისში საშუალოდ 166.3 ქულა შეადგინა და მაისთან შედარებით 4.1 პროცენტით დაეცა. თუმცა, გასული წლის ამავე თვის მონაცემებს 27.6 პროცენტით აჭარბებს. საერთაშორისო ფასები ხორბალზე ივნისში 5.7 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის მაჩვენებელს 48.5 პოცენტით აღემატება. ივნისის ვარდნა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მოსავლის აღებამ  და სეზონურმა ხელმისაწვდომობამ გამოიწვია, ასევე, ზოგიერთ მთავარ მწარმოებელ ქვეყანაში მოსავლის აღების გაუმჯობესებულმა პირობებმა და რუსეთის ფედერაციაში მაღალი  მოსავლიანობის პროგნოზმა. ასევე შემცირდა სიმინდის ფასი - 3.5 პროცენტით, რომლის მიზეზიც არგენტინასა და ბრაზილიაში სეზონური ხელმისაწვდომობა და აშშ-ში მოსავლის აღების გაუმჯობესებული პირობები გახდა. 



FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსმა ივნისში საშუალოდ 211.8 ქულა შეადგინა და წინა თვესთან შედარებით 7.6 პროცენტით შემცირდა. ასევე, ფასმა დაიკლო მზესუმზირის ზეთისა და სოიოს ზეთზე, რაც მაღალი ფასების გამო მათზე შემცირებულ მოთხოვნას მოჰყვა. 


FAO-ს შაქრის ფასის ინდექსი ივნისში საშუალოდ 117.3 ქულა იყო და, მაისთან შედარებით, 2.6 პროცენტით დაიკლო. ეს თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შაქრის საერთაშორისო მოთხოვნასა და მის ფასებზე გლობალური ეკონომიკის ზრდის შენელებამაც იქონია გავლენა.


მაისთან შედარებით, ივნისში 1.7 პროცენტით გაიზარდა FAO-ს ხორცის ფასის ინდექსი და 124.7 ქულა შეადგინა. ეს ახალი რეკორდია და 2021 წლის ივნისის მონაცემებს 12.7 პროცენტით აჭარბებს. მსოფლიო ფასები ყველა ტიპის ხორცზე გაიზარდა, ყველაზე მეტად კი  ფრინველის ხორცზე - ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. მასზე გავლენა მოახდინა უკრაინაში ომის გამო გლობალური მიწოდების შემცირებამ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ფრინველის გრიპმა.


FAO-ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსმა ივნისში საშუალოდ 149.8 ქულა შეადგინა და წინა თვის შემდეგ 4.1 პროცენტით მოიმატა, გასულ წლის მაისის მაჩვენებელს კი 24.9 პროცენტით უსწრებს. ივნისში ყველა ტიპის რძის პროდუქტზე გაიზარდა ფასები, განსაკუთრებით კი ყველზე.


თეგები:
FAO სურსათი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up