„ჩვენს მიერ ბოლო 20 წლის მანძილზე ელექროენერგიის იმპორტის ჯამური ღირებულება საკმარისი იქნებოდა ნამახვანის ჰესის სიმძლავრის მქონე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისათვის“

„ჩვენს მიერ ბოლო 20 წლის მანძილზე ელექროენერგიის იმპორტის ჯამური ღირებულება საკმარისი იქნებოდა ნამახვანის ჰესის სიმძლავრის მქონე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისათვის“

access_time2021-09-29 23:00:00

„რიცხვები, რომლებიც სტატისტიკაზე მეტია...


მიმდინარე საუკუნეში (2001-2021 წწ.) საქართველოში განხორციელებულმა ელექტროენერგიის იმპორტმა 725 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. - ეს მხოლოდ მიმდინარე ფასებში, შესაბამის წლებში განხორციელებული იმპორტის მექანიკური შეჯამებით. მაგრამ რადგანაც დოლარისთვისათვის „არავითარი ვალუტისეული უცხო არ არის“, მათ შორის ინფლაციაც (2001 წლის ერთი დოლარი 2021 წელს უკვე 1.50 დოლარზე მეტი ღირს...), 2021 წლის ფასებით, საქართველოს მიერ ოცდამეერთე საუკუნეში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჯამური ღირებულება რეალურად საგრძნობლად აღემატება 900 მილიონ დოლარს და სადაცაა, მილიარდიან მიჯნას „მიუკაკუნებს“. ფაქტობრივად, ჩვენს მიერ ბოლო 20 წლის მანძილზე ელექროენერგიის იმპორტის ჯამური ღირებულება საკმარისი იქნებოდა ნამახვანის ჰესის სიმძლავრის მქონე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისათვის, დარჩენილი „ხურდა“ კი ლაჯანურჰესის სიმძლავრის მქონე ჰესის მშენებლობას ეყოფოდა“ – ამის შესახებ სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.



„სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ საუკუნეში საქართველოს მიერ ელექტროენერგიის იმპორტში გადახდილი თანხით აშენდებოდა, სულ ცოტა, 500 მეგავატი სიმძლავრის ჰესები, მათში წელიწადში 2400 მილიონი კილოვატი ელექტროენერგიის, ანუ იმდენივეს საწარმოებლად, რამდენსაც საქართველოს შინამეურნეობები მთელი წლის განმავლობაში მოიხმარენ.




თუ არაფერი არ შეიცვალა ჩვენი ენერგეტიკისა და კერძოდ, ელექტროენერგიის მოხმარებაში იმპორტის მზარდი როლის შესაჩერებლად (ეს კი მხოლოდ ქვეყანაში შესაბამისი წარმოების ზრდის ხარჯზეა შესაძლებელი), ეკონომიკისა და მოსახლეობის ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნილებების გამო, ჩვენ უკვე სულ რაღაც შვიდ-რვა წელიწადში მოგვიწევს ნამახვანის ჰესის მშენებლობის ღირებულების ექვივალენტური თანხის გადახდა ელექტროენერგიის იმპორტში.



ქვეყნის ეკონომიკის განვითარება იმაზე მოკლე ჭიპლარითაა მიბმული ენერგეტიკის განვითარებასთან, ვიდრე მავანთ წარმოუდგენიათ. ჩვენ ვერ შევძლებთ ეკონომიკურ წინსვლას, მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას, შესაბამისი გეგმები მხოლოდ სურვილად და ქაღალდზე გადატანილ პროჟექტებად დარჩებიან, თუკი არ გვექნა საკუთარი მძლავრი ენერგეტიკული ბაზა, თუ ენერგეტიკულად მეტისმეტ დამოკიდებულებაში დავრჩით ჩვენს მეზობლებზე.



ნაპოლეონს მიაწერენ ფრაზას, რომლის მიხედვითაც ხალხს, რომელსაც არ სურს საკუთარი ჯარის შენახვა, მოუწევს უცხო ჯარის შენახვა. სამწუხაროდ, ეს ფრაზა მთლიანად შეესაბამება და კარგად ახასიათებს ჩვენს ამჟამინდელ დამოკიდებულებას ქვეყანაში ჰესების მშენებლობისა და ელექტროენერგიის იმპორტისადმი...“ – წერს სოსო არჩვაძე.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up