„ფაქტობრივად, კიდევ ერთ სახელმწიფო მონსტრს ვქმნით“ - არის თუ არა ანაკლიის პროექტი რუსეთის ინტერესში

„ფაქტობრივად, კიდევ ერთ სახელმწიფო მონსტრს ვქმნით“ - არის თუ არა ანაკლიის პროექტი რუსეთის ინტერესში

access_time2022-12-13 15:13:00

„კერძო საფუძვლებზე დაწყებული პროექტი, რომელსაც მხოლოდ დეკლარაციულ დონეზე სჭირდებოდა სახელმწიფოს მხარდაჭერა, დეგრადირდა იმაში, რომ ფაქტობრივად, კიდევ ერთ სახელმწიფო მონსტრს ვქმნით“, - ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა ანაკლიის პროექტზე საუბრისას რადიო „პალიტრისა“ და პალიტრანიუსის გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

 

როგორც გიგა ბედინეიშვილი ამბობს, საინტერესოა, რომ მთავრობას სწორედ ახლა მოუნდა პროექტის განხორციელება. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი, როგორც სატრანსპორტო დერეფანი, ფაქტობრივად, ჩაკეტილია, როგორც ჩანს, ახლა უკვე მის ინტერესშია, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს და საკუთარი გავლენები გაამყაროს.

 

„ჩემი გადმოსახედიდან, ეს ნამდვილად არ იქნებოდა საუკეთესო მეთოდი, რითაც ეს პროექტი უნდა განხორციელდეს. არ მინდა კარი დავხურო და ვთქვა, რომ არანაირი პერსპექტივა ამას არ აქვს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რა მოხდა ამ პროექტთან დაკავშირებით, ძირითადად კერძო საფუძვლებზე დაწყებული პროექტი, რომელსაც მხოლოდ დეკლარაციულ დონეზე სჭირდებოდა სახელმწიფოს მხარდაჭერა, დეგრადირდა იმაში, რომ ფაქტობრივად, კიდევ ერთ სახელმწიფო მონსტრს ვქმნით.

 

ასე რომ, ეს სულ არ არის კარგი განვითარება და ოპტიმალური კონფიგურაცია პროექტის განსახორციელებლად. თუმცა, საინტერესოა, რომ სწორედ ახლა მოუნდა სახელმწიფოს პროექტის მშენებლობა.

 


ტვირთებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია, რუსეთი როგორც სატრანზიტო დერეფანი ფაქტობრივად, ჩაკეტილია. რუსეთში პორტი და იქიდან ექსპორტი მთელი რიგი შეზღუდვების საგანია, სანქციების და ა.შ მიზეზით. ამიტომ, რაღაც თვალსაზრისით, ჩვენი დერეფანი ძალიან მოთხოვნადია ახლა და ეს გამოიხატება გაზრდილ ტვირთებში, ჩვენი გავლით. მე იმედი მაქვს, რომ ეს ტვირთები ძირითადად ლეგიტიმურია, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავ, რომ ამ ტვირთების რაღაც ნაწილი, არის რუსეთიდან, მესამე ქვეყნების გავლით...

 

მე მგონია, რომ ცვლილება, მათ შორის რუსეთს მხრიდანაც არის. რუსეთის ირჩევს უკეთესს, უარესებს შორის. რა თქმა უნდა, მას ერჩივნა, რომ თვითონ არ დაეკარგა სატრანზიტო მნიშვნელობა და გაეგრძელებინა ნორმალური ვაჭრობა დასავლეთთან, მაგრამ გასაგებია, რომ ეს არანაირად არ არის თავსებადი იმ ბარბაროსობასთან, რასაც რუსეთი სჩადის უკრაინაში.

 

მაშინ, ამ შემთხვევაში, ჯობია, რომ ანაკლია განხორციელდეს და რუსეთს ჰქონდეს გავლენა ანაკლიაზე. ალბათ, იმედი აქვთ, რომ რაღაც გავლენა სწორედ საქართველოს მთავრობის გავლით ექნებათ.

 

თორემ, ახლა ისეთი მოთხოვნაა ტვირთებზე, მართლა საინტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო, აქ კერძო წყაროებიდან რომ ჩადებულიყო ფული“,- განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.


შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა რომ ანაკლიის პროექტი სახელმწიფოს თანადაფინანსებით (51%) აშენდება. 


Bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up