ფარანჯის საფასური: როგორ მოქმედებს ქალთა დისკრიმინაცია ავღანეთის ეკონომიკაზე

ფარანჯის საფასური: როგორ მოქმედებს ქალთა დისკრიმინაცია ავღანეთის ეკონომიკაზე

access_time2022-05-28 14:00:29

ავღანეთის მმართველებმა, თალიბებმა, ქალებს სახის გამოჩენა აუკრძალეს. ეს არის მორიგი ნიშანი, რომ ქვეყანა 90-იანი წლების პოლიტიკას უბრუნდება, როდესაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის ფუნქცია მინიმუმამდე იყო დაყვანილი. თალიბანის პროპაგანდის სამინისტროში ამბობენ, რომ თუ ქალი სახლის გარეთ სახეს არ მალავს, მისი მამა ან მამრობითი სქესის უახლოესი ნათესავი მიიღებს გაფრთხილებას ან ჯარიმას, პერსპექტივაში კი გათავისუფლდება საჯარო სამსახურიდან და შესაძლოა, ციხეშიც ჩაჯდეს.

თალიბები „ტრადიციებს“ უბრუნდებიან: ქალები ვალდებულები არიან ატარონ ისევ ფარანჯა, რომლის ტარებაც 1996-2001 წლებში იყო აუცილებელი. ავღანელი აქტივისტები, რომლებიც ქალთა უფლებებისთვის იბრძვიან, აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ისინი რამდენიმე ათეული წლით უკან ბრუნდებიან, როგორც პროგრესით, ასევე ეკონომიკით.

2021 წელს, ხელისუფლებაში დაბრუნების მერე, თალიბებმა 12 წელს ზემოთ გოგონებს სკოლაში სიარული აუკრძალეს. სახლიდან ისინი მხოლოდ მამაკაცების თანხლებით გამოდიან. სახელმწიფო სამსახურში მომუშავე ქალებს აეკრძალათ მუშაობა, სანამ ხელისუფლების წარმომადგენლები „ახალ გეგმას“ არ შეიმუშავებენ. ტაქსისტებს აკრძალული აქვთ იმ ქალების მომსახურება, რომლებიც არ იცავენ დრეს-კოდს.

ფარანჯა და ეკონომიკა

2021 წელს თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნებამდე, მილიონობით ავღანელი ქალი და გოგონა ირიცხებოდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და დაახლოებით 80,000 ქალი მასწავლებელი მუშაობდა სკოლებსა და უნივერსიტეტებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიხედვით. დაახლოებით 400 000 საჯარო ავღანელი მოხელიდან 100 000-ზე მეტი ქალი იყო.

2021 წლის აგვისტოში ქალთა საკითხთა სამინისტრო გაუქმდა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი დაიშალა, რის გამოც ქალები ფორმალური სამართლებრივი და სასამართლო ინსტრუმენტების გარეშე დარჩნენ. მედია ასევე მძიმედ დაზარალდა, ავღანური მედიის 40% დაიხურა და 80% ქალი ჟურნალისტი სამსახურის გარეშე დარჩა.


ათასობით ქალს ჰქონდა წარმატებული ბიზნესი. 2021 წლის მარტში, ავღანეთის ქალთა სავაჭრო პალატამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყანაში 50 000-ზე მეტი ქალის საკუთრებაში არსებული ბიზნესი იყო. პალატამ დაადგინა, რომ მის მიერ შემოწმებულმა 17,369 ბიზნესმა შექმნა 129,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი, საიდანაც სამ-მეოთხედზე მეტი ქალი იყო. ეს სამჯერ მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ავღანეთში მომუშავე ქალების წილი 21,8% იყო (მონაცემები მსოფლიო ბანკიდან).

„სადაც ქალთა უფლებები შეზღუდულია, იქ ყველაფერი ირღვევა“, - თქვა სემა ბაკუსმა, გაეროს ქალთა აღმასრულებელმა დირექტორმა, Forbes-ის მოთხოვნის საპასუხოდ გაგზავნილ წერილში. „თალიბანის უახლესი დირექტივაა, კიდევ უფრო გამკაცრდეს შეზღუდვები ქალებისა და გოგონებისთვის, მათ შორის სამსახურში დაბრუნებისა და განათლების მიღების აკრძალვის ჩათვლით“.

გარდა ფარანჯის სავალდებულო ტარებისა, ავღანეთის ზოგიერთ რეგიონში ქალებს არ შეუძლიათ მანქანის მართვა ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება. „ასეთი აკრძალვები სულ უფრო ზღუდავს ქალთა უნარს გამოიმუშაონ საარსებო საშუალება, მიიღონ ჯანდაცვა და განათლება, მოიძიონ დაცვა, მოერიდონ ძალადობის სიტუაციებს, განახორციელონ თავიანთი ინდივიდუალური და კოლექტიური უფლებები და იმოქმედონ დამოუკიდებლად“, - თქვა ბაკუსმა.

როგორც UNDP-მა გამოითვალა, ქალების შრომისუნარიანობის შეზღუდვა გამოიწვევს მყისიერ ეკონომიკურ ზარალს - 1 მილიარდ დოლარამდე, ანუ ავღანეთის მშპ-ს 5%-მდე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში აუცილებლად გაიზრდება.

ოფიციალური ინფორმაციით, 2022 წლის შუა რიცხვებისთვის, თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლამდე არსებულ ვითარებასთან შედარებით, ქალების დასაქმების მაჩვენებელი სავარაუდოდ, 21%-ით შემცირდება.


წყარო: Forbes,  "ბიზნესპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up