ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შედეგები

ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შედეგები

access_time2021-11-15 17:00:34


საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ფარმაცევტული ბაზრის 2016 - 2020 წლების მონაცემებია გაანალიზებული. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით კვლევის მიზანი მომხმარებლების მიერ მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების შემცირებაა. თუ როგორ შეიძლება მივაღწიოთ მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირებას ამ და სხვა თემებზე რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში “პროფესიონალები“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან კალანდაძემ ისაუბრა.

 

 

 

სტატისტიკის მიხედვით საქართველოში 2016 წელს იმპორტირებულ მედიკამენტებზე ჯამში 565 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2020 წელს თითქმის 800 მილიონი ლარი, როგორც ლევან კალანდაძე ამბობს ეს არის ის ფული, რომელიც ადამიანების ჯიბიდან გადის. მისივე თქმით მიუხედავად იმისა, რომ ეს დანახარჯები ასეთი ზრდადია დოლარში ასე არ არის, დოლარში პრაქტიკულად მხოლოდ 7% - იანი ზრდა შეინიშნება, მაგრამ როგორც ლევან კალანდაძე ამბობს ქართული საზოგადოებისთვის ეს ძალიან მძიმე ტვირთია.

 

 

 

კონკურენციის სააგენტომ ჩაატარა კვლევა და რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა, პირველი არის ის, რომ რეალურად შესაძლებელია ისეთი პოლიტიკის ჩამოყალიბება ქვეყანაში, რომელიც ერთის მხრივ საშუალებას მოგვცემს, რომ ფარმაცევტული ბაზარი და ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებული მთელი პროცესი გამჭვირვალე გავხადოთ და საზოგადოებაში აღარ დარჩეს კითხვები. გამჭვირვალობა თავისთავად უზრუნველყოფს იმას, რომ გადაწყვეტილებები რომელიც ხელისუფლების ან მაკონტროლებლების მიერ ფარმაცევტულ ბაზართან მიმართებაში იქნება მიღებული, იქნება ეფექტიანი.

 

 

მეორე მიგნება არის ის, რომ ქვეყანაში საბაზრო ძალაუფლების მქონე სამი დიდი კომპანიაა, მათი ხვედრითი წილი 2016 წლიდან - 2020 წლამდე 50% -იდან - 70%-მდეა გაზრდილი, რაც დრო გადის დომინირებული საბაზრო კომპანიების წილი სულ უფრო იზრდება . დომინირება და საბაზრო ძალაუფლების ქონა თავისთავად არ წარმოადგენს დანაშაულს, მაგრამ შეიცავს გარკვეულ რისკებს, რომელიც შეიძლება მომხმარებლის სასარგებლოდ გაწეულ არჩევანზე აისახოს.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც გამოიკვეთა, უკავშირდება .. ჰოლდინგურ სისტემებს, მოგეხსენებათ იმპორტიორი, მწარმოებელი , საცალო რეალიზატორი , საბითუმო რეალიზატორი, ჰოსპიტალური სექტორის მფლობელი და სადაზღვევო კომპანიის მფლობელი სრულიად შესაძლებელია, რომ ერთი და იგივე ჰოლდინგის ქვეშ იყოს გაერთიანებული, რაც ცუდი არ არის, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ასეთ პირობებში სხვის საზიანოდ კომერციული ინტერესის გატარების რისკები ძალიან მაღალია და აქედან გამომდინარე ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს ჰოლდინგური სისტემები კანონმდებლობის დონეზეა ჩახსნილი, რათა გამოირიცხოს ყველა ის რისკი, რომელიც მომხმარებლის მიერ მედიკამენტში ზედმეტად ფასის გადახდას შეიძლება უკავშირდებოდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ საკითხის გასაღებია უკავშირდება ქვეყანაში რეცეპტური სისტემის არარსებობას, რომელიც მომხმარებელს, მიუხედავად კონკურენციისა საბოლოო ჯამში სრულფასოვანი არჩევანის საშუალებას მისცემს.“ - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

 

 

კალანდაძის თქმით ფარმაცევტულ სფეროში ამა თუ იმ პროდუქტზე მოთხოვნას მომხმარებელი არ აყალიბებს და ის საჭიროებებიდან გამომდინარეობს, რადგან კონკრეტულ მედიკამენტზე მოთხოვნას ფარმაცევტული სექტორი და კონკრეტული ექიმი, რომელიც ნიშნავს მედიკამენტს ქმნის. შესაბამისად როგორც კალანდაძე ამბობს, მოთხოვნა არის ხელოვნურად შექმნილი. მისივე თქმით სისტემური ცვლილების შედეგი იქნება ის, რომ ადამიანი საკუთარი ჯიბის, საკუთარი ბიუჯეტის გათვალისწინებით თვითონ გააკეთებს არჩევანს, თუ რომელი მედიკამენტი შეიძინოს.


“ჩვენი კვლევის მიხედვით მხოლოდ ერთი მედიკამენტების ჯგუფში ჩვენი რეკომენდაციების შესაბამისი სისტემა რომ არსებობდეს, ანუ მომხმარებელს გენერიკების და აქტიური ნივთიერების არჩევის თავისუფალი შესაძლებლობა , ერთი წლის განმავლობაში 16 მილიონი ლარი დაიზოგებოდა. ჩვენ შევისწავლეთ მედიკამენტების მხოლოდ 6 ჯგუფი და ეს ჯგუფი მოიცავს 120 დასახელების მედიკამენტს. წარმოიდგინეთ მედიკამენტების რამდენი ჯგუფია და რამდენჯერ 16 მილიონის დაზოგვაა შესაძლებელი. ფარმაცევტული სფერო და მედიკამენტის ყიდვა აბსოლუტურად დამოკიდებული და დაფუძნებულია პაციენტისა და ექიმის ნდობაზე , ამავდროულად თავისი სპეციფიკურობის გათვალისწინებით, მედიკამენტებთან დაკავშირებული ცოდნები საზოგადოებას არ გვაქვს, როდესაც მაგალითად პედიატრი მშობელს ეუბნება, რომ ბავშვს უნდა მივცეთ ვაშლი, ვაშლის არჩევა მარტივია და შეგვიძლია თვითონ გადაწყვიტოთ რა ფერის და რომელი ჯიშის ვიყიდოთ, მაგრამ ფარმაცევტულ საქმიანობაში ასე არ არის, როცა ექიმი გვინიშნავს კონკრეტულ წამალს, ჩვენ მივდივართ და იმ კონკრეტულ წამალს ვყიდულობთ მიუხედავად იმისა ვიცით, რომ ამ წამალში შემავალი აქტიური ნივთიერება სხვა მედიკამენტშიც არის და სხვა ფასი ღირს. ასევე შეიძლება ვიცოდეთ, რომ არსებობენ გენერიკები, რომლებსაც სამედიცინო თვალსაზრისით მკურნალობის შედეგი იგივე აქვს. მაგალითად გენერიკის ცეფტრიაქსონის ფასი დოზაზე არის 1 ლარიდან 28 ლარამდე როცა თქვენ აკეთებთ არჩევანს და მიდიხართ აფთიაქში ცეფტრიაქსონი შეგიძლიათ იყიდოთ ცეპრეასქსონის სახით, რაციოცეფის სახით, მედაქსონის სახით, აბიტრაქსის სახით, რეცეფინის სახით, აფემედის სახით. მაგალითად გჭირდებათ ცეფტრეაქსონის ჯგუფის მედიკამენტი და ექიმმა გამოგიწერათ როცეფინი , როცეფინი არის შვეიცარიაში წარმებული ცეფტრიაქსონი და ღირს 28 ლარი, ევროკავშირში დამზადებული ცეფტრიაქსონი ღირს 10 ლარი და ა.შ. ანუ კონკრეტული ერთი და იმავე ფუნქციის მატარებელი აქტიური ნივთიერების ფასი იწყება 1 ლარიდან და მიდის 28 ლარამდე.” - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

 

 

კალანდაძე ამბობს, რომ რეცეპტის შემოღება ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა, ხოლო რეცეპტის გაცემა ექიმის, მისი თქმით როდესაც დღეს ექიმი წერს ბრენდულ მედიკამენტს, მაგალითად ცეფტრიაქსონის შემცველ ცეფამედს, რომელიც ღირს 28 ლარი , პაციენტი იძულებულია იყიდოს ეს წამალი , რადგან სხვა ისევ ცეფტრიაქსონის შემცველს, რომელიც ღირს 1.65 ფარმაცევტი არ მიყიდის ან სადაზღვევო არ აუნაზღაურებს.

 

 

კალანდაძე ასევე ამბობს, რომ მსგავსი ქეისები ევროპის ქვეყნებსაც ჰქონდა, თუმცა იქ მიიღეს რეცეპტის სისტემა. სადაც იწერება გენერიკის და არა ბრენდის დასახელება. ამ სისტემის დანერგვის შედეგად პროდუქტზე მოთხოვნის შემქმნელი არის მომხმარებელი და მას წამლებში ეკონომიის გაკეთება შეუძლია.

 


კალანდაძის განმარტებით მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ რეცეპტი აუცილებლად უნდა იყოს ელექტრონული და მასზე ჯანდაცვის სამინისტროს სისტემიდან უნდა ჰქონდეს წვდომა.

 


 

 


საქართველოში მედიკამენტის გამოწერის დროს ექიმის ქცევას ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის 30-ე მუხლი განსაზღვრავს . კანონის თანახმად ექიმი არ უნდა იყოს მიკერძოებული და კომერციულ ინტერესებს არ უნდა ითვალისწინებდეს. აღნიშნულ ქმედებაზე დაწესებულია გარკვეული საჯარიმო სანქციები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არ არსებობს სავალდებულო ელექტრონული რეცეპტი, ექიმს შეუძლია გამოწეროს გენერიკი ან გამოწეროს ბრენდირებული მედიკამენტი, ამ ქმედების კონტროლის რეალური ფუნქცია არ არსებობს

 

 

“ჩვენ დღეს გვაქვს მოცემულობა, რომელიც კანონმდებლობის დონეზე ექიმის მიერ წამლის გამოწერის დროს რომელიმე კომპანიის ან ბრენდის სასარგებლოდ მიკერძოებაა გამორიცხავს, მაგრამ რადგან ელექტრონული რეცეპტი ქვეყანაში არ არის, რეალურად ეს მექანიზმი არ მუშაობს, არადა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომ არსებობდეს საერთო მდგომარეობის გასაღები, რომელიც იმ ადამიანებს, რომლებიც საჭიროებენ მედიკამენტს, ჰქონდეთ არჩევანის უფლება.

 

 

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მანდატი ფასის რეგულირება არ არის, მეც ვთვლი, რომ თავისთავად გაყიდვაში თავისუფალ საბაზრო პრინციპებში თავისუფალი ფასის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, კონკურენცია უნდა იყოს, მაგრამ ეს უნდა იყოს ჩემი არჩევანი ვიყიდო შვეიცარიაში წარმოებული 28 ლარიანი წამალი, თუ იგივე მედიკამენტი იტალიაში წარმოებული ათ ლარად. ვთვლი, რომ ამ კუთხით სისტემური გაჯანსაღება გასატარებელია.

 

ამ მეთოდის დანერგვის შემდეგ მომხმარებლები შეძლებენ 16 მილიონის დაზოგვას, მე მესმის რომ ეს კომპანიებისთვის რთულია, მაგრამ ბიზნესი და ბიზნეს გარემო უნდა იყოს სამართლიანი, მომხმარებელი ბიზნეს ურთიერთობის ერთი მხარეა და არ შეიძლება, იმის გამო რომ ვიღაცას ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება დაიჩაგროს და ძვირადღირებული მედიკამენტი იყიდოს.” - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

 

 

კალანდაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობისას მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნესის ასევე საზოგადოების განწყობები, მისი თქმით რაც უფრო გაუმარტივებ საზოგადოებას ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, მით უფრო კარგია, ხოლო რაც შეეხება ბიზნესს კალანდაძე ამბობს, რომ კონკურენციის სააგენტოს ბიზნესთან ამ საკითხზე კომუნიკაცია აქვს.

 

 

“ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპანიას სოციალურ ქსელში ჰქონდა კამპანია, იმის ასახსნელად თუ რას ნიშნავს გენერიკი, აქტიური ნივთიერება და რომ ერთი და ერთი აფთიაქში ერთი და იგივე გენერიკი ოღონდ სხვადასხვა საფირმო დასახელებით და სხვადასხვა ფასად იყიდება. ასეთი კეთილსინდისიერი მიდგომა ბიზნესის მხრიდან და გარკვეული ნაბიჯები სახელმწიფოს მხრიდან მიგვიყვანს იქამდე, რომ მაქსიმალურად ეფექტური მოდელი ჩამოვაყალიბოთ.

 


ამ პროცესში თავად კომპანიებიც აქტიურად არიან ჩართულები, კომპანიების უმეტესობა, ყველა მახვილი მოთამაშე მოწადინებულია და რეცეპტების სისტემის, მათ შორის ელექტრონული რეცეპტების სისტემის მომხრეა, ასევე მომხრეა, რომ გენერიკების სისტემა, მათ შორის გარკვეული ალტერნატივების მითითებით დაინერგოს და რეცეპტებში ჩაიწეროს. ერთადერთ თემა რაზეც კომპანიებთან გვექნება საკამათო უკავშირდება ჰოლდინგური სისტემის ტრანსფორმაციის თემას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიების დიდი ნაწილი შედეგზე ორიენტირებულია და ამ ცვალებების გატარების აუცილებლობას გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავენ, მე მაინც მგონია, რომ იმ კომპრომისულ მოდელზე შევთანხმდებით, რომელიც ჰოლდინგური სისტემის მოშლას და მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის ჩამოყალიბებას უკავშირდება.”
- აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

 

კალანდაძე ფიქრობს, ამა თუ იმ სფეროს რეფორმირება, ოპტიმიზაცია და ეფექტურობის ზრდა დროში გაწელილი პროცესია, მისივე თქმით ჯანდაცვის და ფარმაცევტული სფეროს რეფორმირება ძალიან ბევრ პროცესს ითვალისწინებდა და დღეს უკვე ბაზარზე შეღწევაზე პრობლემა აღარ არის, მაშინ როდესაც გარკვეული პერიოდის წინ ბაზარზე შესვლა და ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელება იყო პრობლემა .

 

 

“მე მგონია ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ სხვადასხვა ეტაპზე სხვა ცვლილებები მოგვიწევს, ეს არ ნიშნავს რომ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით ფარმაცევტული ბაზარი დარეგულირდება და 5-10 წლის მერე ყველაფერი დამთავრდება , პროგრესი ხომ მუდმივ ცვლილებებთან არის დაკავშირებული.

 

 

კონკურენციის სააგენტო მუშაობს ამ კვლევაზე, ბოლო პერიოდის განმავლობაში პრემიერი ორ დღეში ერთხელ ხაზზე იყო და საქმის კურსში იყო. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები პრემიერისთვის ახალი არ ყოფილა, მისი ინიციატივით ეს საკითხი ეკონომიკურ საბჭოზე გადის, პრემიერი გასცემს კონკრეტულ დავალებებს, ცვლილებების განხორციელების ნაწილში თუ ვინ რა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს .

 



პირდაპირ ჩნდება ინტერესთა კონფლიქტი და კონკრეტული დაინტერესება, რომ ჰოლდინგში შემავალი ჰოსპიტალური სექტორის, დასაქმებულმა ექიმმა არ გამოწეროს ის მედიკამენტი რომელიც ჰოლდინგში შემავალი კომპანიის კომერციულ ინტერესს წარმოადგენს , მესმის რომ რთული საკითხი იქნება თუმცა ეს გადაწყვეტილებები ჩვენ უნდა მივიღოთ. მნიშვნელოვანია ის წარმატებული გამოცდილება და პრაქტიკა რაც ევროპას აქვს გავლილი, ეს პროცესი ბოლო ათწლეულებია ევროპაში მიმდინარეობს, მათ აქვთ მოდელები რომ ისე ჩამოყალიბდეს საკანონმდებლო სივრცე და საკანონმდებლო გარემო რომ გამოირიცხოს ე.წ. თეთრი ხვრელების არსებობა. “ - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

 

 

კალანდაძის თქმით ბაზარზე კონკურენტული გარემოა, სადაც სამი მსხვილი კომპანია დომინირებს, რაც დარღვევა არ არის, მთავარია დომინირებული კომპანია ბოროტად არ იყოს გამოყენებული. მისივე თქმით ქვეყანაში არსებული რეგულაციები იძლევა საშუალებას რომ ბაზარზე პარალელური იმპორტი მარტივად მოხდეს.

 

“ბაზარზე შემოსვლა და მედიკამენტის შემოტანა პრობლემას არ წარმოადგენს არც არსებულ სააფთიაქო ქსელში მედიკამენტის განთავსება არ არის პრობლემა, ამ თვალსაზრისით კონკურენტული გარემო ქვეყანაში უზრუნველყოფილია უბრალოდ გასათვალისწინებელია ის რომ ისევე როგორც მთელს მსოფლიოში საქართველოში ფარმაცევტული საქმიანობა ძალიან კაპიტალ ტევადია, ეს არ არის სფერო, რომელშიც შენ თუნდაც 1 ან 2 მილიონი ლარის აქტივის ან ფულადი რესურსის ქონის შემთხვევაში შეგიძლია შემოიტანო პროდუქცია და დაეწიო იმ კომპანიებს რომლებიც ათწლეულებია ყალიბდებიან და საფუძველს ყრიან და სისტემას აყალიბებენ.   აღნიშნა ლევან  კალანდაძემ 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up