საერთაშორისო და ევროპის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Sandoz-მა განაცხადა, რომ მიწოდებასთან დაკავშირებით სირთულეებია. ამის შესახებ Politico კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, გაზრდილი მოთხოვნა, ინფლაცია და ენერგეტიკული კრიზისი გავლენას ახდენს ფარმაცევტულ კომპანიაზე. ეს ყველაფერი ასევე გავლენას ახდენს მიწოდებაზეც.
მიწოდების მდგომარეობაზე ასევე მოქმედებს ნედლეულის დეფიციტი და შეზღუდული წარმოების შესაძლებლობები, თქვა Sandoz-ის წარმომადგენელმა. მან ასევე დასძინა, რომ კომპანიას ამჟამად შეუძლია მოთხოვნის დაკმაყოფილება, მაგრამ დაბრკოლებებს აწყდება.
კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია მედიკამენტების დიდი არჩევანით, მათ შორისაა: კეტონალი, აცც, აციკი, დიკლაკი, ბინოკრიტი, ექსოდერილი, ლენდაცინი, ომნიტროპი, ალექსანი, ლეკოკლარი, ცეფოტაქსიმ სანდოზი და სხვა.