ფარმაცევტული კომპანიები ვერ აკონკრეტებენ, როდის შეძლებენ მედიკამენტების იმპორტს თურქეთიდან

ფარმაცევტული კომპანიები ვერ აკონკრეტებენ, როდის შეძლებენ მედიკამენტების იმპორტს თურქეთიდან

access_time2022-02-16 10:00:07

მედიკამენტების გაიაფებასთან დაკავშირებით ქართული ფარმაცევტული კომპანიები თურქულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა ჯერჯერობით მედიკამენტების არც ერთი პარტია დაკონტრაქტებული არ არის, ვინაიდან ხელშეკრულება მხარეებს შორის არ გაფორმებულა. საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თურქეთიდან წამლების იმპორტი უახლოეს რამდენიმე კვირაში განხორციელდება, თუმცა ფარმაცევტული კომპანიები კონკრეტულ ვადას ამ ეტაპზე ვერ ასახელებენ.


როგორც PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია ხაბეიშვილი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, მუშაობა დაწყებულია და პროცესი მიმდინარეობს, თუმცა შეთანხმება ბოლომდე მიღწეული არ არის.


,,პროცესი მიმდინარეობს, ჯერჯერობით არაფერი ხელჩასაჭიდი, რის საფუძველზეც შეიძლება შეღავათიან ფასად წამლების შემოტანის კონკრეტული ვადა დავასახელოთ. კონტრაქტების გარდა რიგი პროცესებია, აქტიურად ვართ ჩართული მოლაპარაკებებში.  მთავარია, რომ მუშაობა დაწყებულია. ცხადია, რეგულაციას თავისი ტექნიკური საკითხები ახლავს და დაველოდებით, საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება კანონმდებლობა თურქულ ბაზართან დაკავშირებით. მედიკამენტების მიმოქცევა მკაცრად რეგულირებადი პროცესია, რომელიც ბევრ საკითხთან არის დაკავშირებული, მათ შორის, მნიშვნელოვანია რეგისტრაცია. მაქსიმალურად ყველაფერი კეთდება, ომ ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ  წამლები, რომელიც თურქეთის ბაზარზე უფრო იაფია. შესაბამისად, ადგილობრივ ქსელებშიც დაბალ ფასად ჩაეშვება“, - ამბობს ნათია ხაბეიშვილი ,,კომერსანტთან“.


თურქული წამლების იმპორტისთვის მზად არის ,,იმპექსიც“, რომელიც ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს თურქულ მხარესთან, თუმცა საქმე მედიკამენტების დაკონტრაქტებამდე ჯერჯერობით არ მისულა. ფარმაცევტული კომპანია ,,იმპექსის“ მენეჯერი ნინო ჯოხარიძე ამბობს, რომ დეტალები, თუ რა შედეგს მიაღწევენ თურქ პარტნიორებთან, დაახლოებით ერთ კვირაში გამოიკვეთება.


 

,,პროცესში ვართ, ჯერჯერობით მოლაპარაკების ეტაპს გავდივართ. მომავალ კვირას სიტუაცია მეტნაკლებად გამოიკვეთება და დაზუსტებით შეგვეძლება საუბარი, რა ფასად შევძლებთ წამლების შესყიდვას და რა ფასწარმოქმნა გვექნება. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ იაფი მედიკამენტების შემოსვლას ქართულ ბაზარზე, რაც მოსახლეობის ყოფას შეამსუბუქებს. დეტალებზე სრულად ვისაუბრებთ მას შემდეგ, რაც  კონტრაქტი შედგება და მომწოდებელთან შევთანხმდებით, სავარაუდოდ, ერთ კვირაში“, - ამბობს ,,იმპექსის“ მენეჯერი ,,კომერსანტთან“.

 

ცნობისთვის,  პრემეირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 14 თებერვალს  მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყება თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების აფთიაქებში შეტანა.


მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მარტიდან დაინერგება ელექტრონული რეცეპტების სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენციის გაძლიერებას.


პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადრე არსებული ბარიერები მოიხსნა და მაგალითად, მედიკამენტის იმპორტისთვის ლიცენზიის აღების ვადა 45 სამუშაო დღიდან 7 დღემდე შემცირდა.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up