ფარმაცევტული სექტორი GMP სტანდარტების გადავადებაზე პასუხს მთავრობისგან ელოდება

ფარმაცევტული სექტორი GMP სტანდარტების გადავადებაზე პასუხს მთავრობისგან ელოდება

access_time2021-06-10 15:40:00

ფარმაცევტული სექტორი GMP სტანდარტების დანერგვის ვალდებულების გადავადებაზე პასუხს მთავრობისგან ელოდება.


როგორც საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან გოგიბერიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს, საქმის კურსშია პრემიერის აპარატი, ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, პრემიერთან არსებული ინვესტორთა საბჭო, ბიზნესომბუდსმენი, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო და ასე შემდეგ.


როგორც გოგიბერიძე აცხადებს, საქართველოში ნაციონალური GMP-ის სტანდარტის დანერგვა მომავალში ხელს შეუწყობს ფარმაცევტული პროდუქტის საექსპორტო შესაძლებლობის განვითარებას.


თუმცა,საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფარმაცევტული წარმოების ნებართვის მფლობელებისთვის 2022 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო GMP-ი სტარდანრტიზაციაზე არსებული სტატუს ქვოს შენარჩუნება, გამოიწვევს საქართველოში ფარმაცევტული წარმოებების დიდი ნაწილის დახურვას. ეს კი 70 მილიონ ლარამდე სექტორში დამატებითი ინვესტიციისა და ექსპორტის 60 მლნ დოლარით შემცირების გარდა, გამოიწვევს 1500-მდე სამუშაო ადგილის დაკარგვას, ასევე საქართველოს ბაზრის დარჩენას ადგილობრივად წარმოებული მედიკამენტების ნაწილის გარეშე რაც, თავის მხრივ ფასების ზრდას გამოიწვევს.



„მიმდინარე წლის 15-20 აპრილს, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს და ჩვენი ასოციაციის თაოსნობით ჩატარდა მწარმოებლების გამოკითხვა, სულ დაფიქსირებულია 62 მწარმოებელი, გამოიკითხა ნახევარზე მეტი, აქედან ყველა თანახმაა გადავადებაზე, რა თქმა უნდა გონივრული ვადით. ეს ყველაფერი გაიგზავნა პარლამენტის დარგობრივ კომიტეტშიც. ამ დროისთვის ვიცით ის, რომ მუშაობა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიმდინარეობს,“ - აცხადებს გოგობერიძე.


შეგახსენებთ, რომ 2022 წლიდან ფარმაცევტული კომპანიებისთვის GMP სტანდარტების დანერგვის ვალდებულება შემოდის. ინდუსტრიის ნაწილი ამას აპროტესტებს და აცხადებს, რომ კომპანიების დიდმა ნაწილმა შესაძლოა, საქმიანობა შეაჩეროს. ეს ის იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კომპანიები GMP სტანდარტების დანერგვას დათქმულ ვადებში ვერ შეძლებენ.


ექსპორტირებულ პროდუქციასთან თანაბარი პირობების შექმნის მიზნით, აუცილებელია, მოქმედ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილება - ნებისმიერი იმპორტირებული სამკურნალო საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს GMP-ის იმავე სტანდარტს, რაც მოეთხოვება საქართველოში წარმოებულ პროდუქტს. დადგენილებით ეს ეხება მხოლოდ სამამულო მწარმოებლებს და არა იმპორტირებული პრეპარატების GMP სერთიფიკატის არმქონე წარმოებებს, რაც არასამართლიანი და დისკრიმინაციულია.


როგორც საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციაში აცხადებენ, ამ სტანდარტის დანერგვა კომპანიებისგან მსხვილ ინვესტიციას საჭიროებს, შესაბამისი ფინანსური რესურსი კი კომპანიების უმეტესობას არ გააჩნია.


აღსანიშნავია, რომ GMP/GDP სტანდარტების დანერგვა ქვეყანაში ფარმაცევტული პროდუქტების მაღალ ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი წინაპირობაა. სტანდარტების დანერგვის რეკომენდაციას იძლევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც.


business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up