ფაროსანა გააქტიურდა - ამინდის ცვლილებასთან ერთად თხილის პლანტაციებში მავნებელი მომრავლდა

ფაროსანა გააქტიურდა - ამინდის ცვლილებასთან ერთად თხილის პლანტაციებში მავნებელი მომრავლდა

access_time2022-06-06 16:00:41

ტემპერატურის  მატებასთან ერთად, თხილის პლანტაციებში ფაროსანა გააქტიურდა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი თოდუას განცხადებით, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში სურსათის უვნებლობის სააგენტო აპრილ-მაისიდან  ჩაერთო, თუმცა ფერმერების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები ნაკლებად იდგმება.

გარკვეული ნიჰილისტური დამოკიდებულება ამ თვალსაზრისით თხილის ფასმა გამოიწვია. თუმცა, როგორც თოდუა ,,კომერსანტთან აღნიშნავს, სხვა გამოსავალი რეალურად არ არის და მოსახლეობა თხილის მოვლა-პატრონობის პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთვება.


,,წლევანდელი მოსავლიანობა დიდწილად დამოკიდებული იქნება შედეგზე, რომელიც მავნებელთან ბრძოლაში მიიღწევა. ვერ გეტყვით, რომ ჯერჯერობით ფერმერების დიდი აქტიურობა შეიმჩნეოდეს, ასე ნამდვილად არ არის. ჩვენი მოვალეობაა, რომ  მოსახლეობას აუცილებელი აგროღონისძიებების ჩატარებისკენ მოვუწოდოთ. ფასიდან გამომდინარე, ნიჰილისტური დამოკიდებულებაა. ახალ წლამდე 6-7 ლარი ფიქსირდებოდა და მოულოდნელად კლების ტენდენცია დაიწყო. ვისაც პრაქტიკული გამოცდილება აქვს, წამლობას მაინც ახორციელებს, მაგრამ მეტი აქტიურობაა საჭირო“, -  ამბობს ,,კომერსანტთან“ გიორგი თოდუა.


თხილის მოსავლის მიღებამდე 2 თვე დარჩა, როგორც თოდუა აღნიშნავს, შედეგი  სწორედ აგროღონისძიებებზეა დამოკიდებული.



,,ფაროსანა თხილის პლანტაციებში უკვე გამოჩნდა, სხვა გამოსავალი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ დროულად მიიღონ ზომები და გადაარჩინონ მოსავალი. დღეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ნომერ პირველი მტერი ფაროსანაა. არა მარტო თხილში, ასეა მეხილეობასა და მესიმინდეობაში,  ყველგან აბსოლუტურად.წამლობის მიზანი არის მცენარეთა დაცვა. კარგი მოვლის შემთხვევაში ფერმერებმა უნდა მიიღონ, მინიმუმ, 45%-იანი გამოსავლიანობა. ეს იდეალური შედეგია, მით უმეტეს, ირიგაციის გარეშე. შარშან ბევრმა, ვინც 6-ჯერ ჩაატარა წამლობა, 8 ლარად გაყიდეს თხილი, ეს არის ჩვენი მიზანიც, რომ მოსახლეობამ მოსავლისგან რაც შეიძლება მაღალი სარგებელი მიიღოს, - ამბობს გიორგი თოდუა.


შეგახსენებთ, 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up