„ფართი გაქირავდა“ - რესტორან „მარკო პოლოს“ ადგილას ახალი ობიექტის გახსნა იგეგმება

„ფართი გაქირავდა“ - რესტორან „მარკო პოლოს“ ადგილას ახალი ობიექტის გახსნა იგეგმება

access_time2023-02-10 10:05:00

თბილისში, რუსთაველის გამზირის #44-ში მდებარე რესტორანი „მარკო პოლო“ წლების წინ დაიხურა, ფართი კი ქირავდებოდა. როგორც „კომერსანტს“ რესტორნის ფართის მფლობელმა, ელენე დავითაიამ უთხრა, „მარკო პოლო” ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებისას დაიკეტა, თუმცა ახლა რუსთაველის #44 ნომერში მდებარე ფართი უკვე გაქირავდა.


„რესტორანი პანდემიის პრობლემების გამო დაიხურა. პანდემიამდე რენოვაცია გაკეთდა, შემდეგ პანდემია დაიწყო და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რესტორანს არ უმუშავია. დღეს ფართი უკვე გაქირავებულია და მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, თუმცა მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ახალი მქირავებელის და მათი გეგმების შესახებ საუბარი არ შემიძლია”, – განმარტა ელენე დავითაიამ.


1990-იან წლებში რესტორანი „მარკო პოლოს“ პროექტის განხორციელება ცნობილმა მოცეკვავემ, საქართველოს სახალხო არტისტმა ჯუმბერ ბერაძემ დაიწყო. ცნობილი მოცეკვავე „კომერსანტთან“ ყვებოდა, რომ რუსთაველზე პატარა ფართი ჰქონდა, პატარა იყო ის კაპიტალიც, რომელიც რესტორნის კეთებისას მას გააჩნდა. ის იხსენებს, რომ პირველი კრედიტი „საქართველოს ბანკში“ აიღო, 150 000 დოლარი კი ის პირველი სასესხო კაპიტალი იყო, რომლითაც საქართველოს სახალხო არტისტი სარესტორნო ბიზნესში გადავიდა. წლების შემდეგ ჯუმბერ ბერიძეს სხვა ბიზნესების გადასარჩენად ფართის გაყიდვა მოუხდა.



რა ბედი ელის თბილისის ერთ-ერთ უძველეს რესტორანს, ჯერჯერობით უცნობია, იქნება ეს „მარკო პოლოს“ ახალ სიცოცხლე თუ მრავალწლოვანი ისტორიის დასასრული, რამდენიმე თვეში გავიგებთ.




თეგები:
მარკო პოლო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up