რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში რესტორნებში ფასების მატებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ფასები იმაზე მეტად ვერ გაძვირდება, რის გადახდასაც მომხმარებელი ვერ შეძლებს.
„ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაძვირდება რესტორანში ფასები, თუ მას მსყიდველუნარიანობა არ ექნება. თუ რესტორანს სტუმარი შეუმცირდება ეს იმას ნიშნავს, რომ არასწორი ნაბიჯია გადადგმული, მიუხედავად იმისა, ეს სავალდებულო იყო თუ არა.
შესაბამისად, თუ რამე გაძვირდება, ეს იქნება იმდენად გაძვირებული, რომ ჩვენ ყველას შეგვეძლება გადახდა. მომხმარებელზეა ბიზნესი დამოკიდებული და არა პირიქით, მომხმარებელი - რესტორანზე. გაძვირება შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ იქნება მტკივნეული“, განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.