სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თურქეთთან ნორმალური ურთიერთობების დამყარების დიდ შესაძლებლობას ხედავს.
ფაშინიანის თქმით, ამის შესაძლებლობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც სომხეთი ადამიანურად გამოეხმაურა თურქეთში მომხდარ მიწისძვრას.
„ჩვენს ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობების დამყარების დიდი შესაძლებლობაა“, - განაცხადა ფაშინიანმა პარლამენტში თურქეთთან ურთიერთობაზე საუბრისას.
„და ეს შესაძლებლობა გაიზარდა, როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ ჰუმანურ, კეთილმეზობლურ ღირებულებებზე დაფუძნებული ლოგიკით გვეპასუხა იმ დამანგრეველ მიწისძვრაზე, რომელიც თურქეთში მიმდინარე წლის დასაწყისში მოხდა. თურქეთის მთავრობამ და საზოგადოებამ აღიქვა და მიიღო ჩვენი ქმედება, როგორც ასეთი“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.