ფასი იმდენად დაბალია, რომ ვერ ვკრეფთ საზამთროს, ისე ფუჭდება - ფერმერი

ფასი იმდენად დაბალია, რომ ვერ ვკრეფთ საზამთროს, ისე ფუჭდება - ფერმერი

access_time2022-07-26 18:00:00

იანვარ-ივნისში საქართველოში საზამთროს იმპორტი მკვეთრად გაიზარდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანამ პირველ 6 თვეში 1 415 ტონით მეტი საზამთრო იყიდა. კერძოდ, 2021 წლის პირველ ნახევარში, ქვეყანამ 938 ათასი აშშ დოლარის 10,434 ტონა საზამთრო იყიდა, მიმდინარე წელს კი, 2,189 მლნ აშშ დოლარის 11,849 ტონა საზამთრო.

მთავარი იმპორტიორი ქვეყანა, საიდანაც 1.7 მლნ-ს პროდუქტი შემოვიდა, თურქეთია.

შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე, საზამთრო იმდენად იაფია, რომ კახელი ფერმერის გია ცახოშვილის თქმით, 1 000 ტონა საზამთროს ბაღის დაკრეფას აზრი არ აქვს, რადგან თვითღირებულებასაც კი ვერ იღებს.

„1 000 ტონა ბაღი მაქვს დასაკრეფი, თუმცა ფასი იმდენად დაბალია, რომ ვერ ვკრეფთ, ისე ფუჭდება. რაც გავყიდე 18-20 თეთრში ჩაიბარეს და ამით, წამლობის და მოყვანის ფასს კი არა, მუშახელის ფასს ვერ ვიღებ. აღარ ვიცით რა ვქნათ. დილის 4 საათზე ვდგებით, რომ მოსავალს მოვუაროთ და მოვიყვანოთ და წელს, დაკრეფასაც აღარ აქვს აზრი, ისეთ დღეში ვარ.


მიზეზი, ცხადია შემოტანილი საზამთროა. ძალიან ბევრი შემოვიდა და ადგილობრივი აღარავის უნდა“, - განუცხადა კახელმა ფერმერმა ,,ბიზნესპრესნიუსს“.

აღსანიშნავია, რომ შემცირებულია ექსპორტი. 2021 წლის 6 თვეში საქართველოდან 1,745 ტონა საზამთრო გავიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 819 ტონა. გასულ წელს პროდუქტი სომხეთსა და რუსეთში გაიყიდა, წელს კი, საექსპორტო ქვეყნებში რუსეთი აღარ არის.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

თეგები:
საზამთრო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up