ფასის რეგულირება შესაძლოა, მედიკამენტების ხარისხზე უარყოფითად აისახოს - მოსაზრება

ფასის რეგულირება შესაძლოა, მედიკამენტების ხარისხზე უარყოფითად აისახოს - მოსაზრება

access_time2021-11-28 14:00:35

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის, ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით, მედიკამენტების ფასის რეგულირება შესაძლოა, ხარისხზე და უსაფრთხოებაზე უარყოფითად აისახოს.

„როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების ფასის რეგულაციაზე შესაძლოა ქვეყანა შევიყვანოთ იმ რისკში, რომ მოხდეს ხარისხზე და უსაფრთხოებაზე კომპრომისი. ეს საკითხი დეტალურად უნდა იყოს განხილული, რათა არ მივიღოთ ხარისხიანი მედიკამენტების გაქრობა და დეფიციტი ბაზარზე. ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ ეს გააკეთა და ძალიან ცუდი შედეგი მიიღო. აზერბაიჯანზე ვსაუბრობ, რომელმაც სწრაფად და ხისტად დაარეგულირა ეს სფერო. აუცილებელია ეს გამოცდილება გავითვალისწინოთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მხარს დისკუსიას უჭერს და კონკურენციის სააგენტოს ზოგიერთ დასკვნასაც იზიარებს. 

„კონკურენციის სააგენტოს დასკვნა საკმაოდ კვალიფიციურია, ბევრ საკითხში ვეთანხმებით. მაგალითად, ელექტრონული რეცეპტების აღდგენა, გენერიკული მედიკამენტების პოპულარიზაცია. რაც მთავარია, ძირითად მიზანში ვეთანხმებით, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დასკვნაში არ არის საუბარი ფარმაცევტული ბიზნესის ჭარბმომგებიანობაზე. არაა საუბარი მოგების დიდ მარჟებზეც. მაგალითად, ჩვენი კომპანია 4%-8%-იან მოგების მარჟაზე მუშაობს.

რაც შეეხება ჰოლდინგური სტრუქტურების მანკიერებას, რაზეც სააგენტო მიუთითებს, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, სადაც ჩვენ განსხვავებული პოზიცია გვაქვს. რეგულაციას მოჰყვება ტვირთი სექტორზეც და ქვეყანაზეც. ფინანსურ ტვირთს ვგულისხმობ. უნდა განვსაზღვროთ ჰოლდინგური სტრუქტურების დაშლა მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდას რამდენად შეუწყობს ხელს,- აცხადებს გამყრელიძე.


კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის თანახმად, მედიკამენტებზე მაღალი დანახარჯები მომხმარებლების ნაკლები ინფორმირებულობითაა განპირობებული, რადგან შედარებით იაფი გენერიკული და სხვადასხვა ჩამნაცვლებელი მედიკამენტების არსებობის შესახებ მომხმარებლებს ინფორმაცია არ აქვთ. 

პრემიერი აცხადებს, რომ მედიკამენტების ფასები ძალიან გაზრდილია და უნდა დარეგულირდეს.


წყარო: „ბიზნეს ფორმულა"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up