ფასთა ინდექსაციის წესი ბიზნესს არ მოსწონს - რა შენიშვნები აქვს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას

ფასთა ინდექსაციის წესი ბიზნესს არ მოსწონს - რა შენიშვნები აქვს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას

access_time2022-05-11 18:00:00

სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურულ კომპანიებს ხარჯები მაქსიმუმ 10%-ით დაუკომპენსირდება. მაღალი ინფლაციის პირობებში მთავრობამ კომპანიებისთვის ინდექსაციის წესი აამოქმედა, ცვლილებები მხოლოდ იმ კომპანიებს შეეხება, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს მიმდინარე წლის 1 აპრილიდან შეასრულებენ.


ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ზვიად თოიძე აცხადებს, რომ ინდექსაციაზე განკარგულების მიღება პოზიტიური მოვლენაა, თუმცა ბევრი დეტალია, რომელსაც არ ეთანხმებიან.


თოიძემ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ აღნიშნა, რომ სინამდვილეში კომპენსაცია 10%-ის ნაცვლად 7% გამოდის, რადგან კონტრაქტის ღირებულების 70%-ის ინდექსაცია ხდება, ხოლო კომპენსაცია ამ 70%–ის 10%–ს ეხება, რაც განსაზღვრული მიზნის მიღწევას ვერ დაეხმარება.



„მხოლოდ თებერვლიდან მარტამდე სამშენებლო მასალებში გაძვირება უკვე არის 6%, შესაბამისად, ჩვენი მოლოდინით, ინდექსი 7%-ს გადაცილდება და კომპანიები აღმოჩნდებიან გაკოტრების ან პროექტების დასრულების რისკის წინაშე. ამ თემებზე რამდენჯერმე კონსულტაციები გავიარეთ. ჩვენ თავიდანვე ვერ ვეთანხმებოდით „ჩამკეტის“ არსებობას, რადგან ამ ტიპის ინდექსაციებში საერთაშორისო პრაქტიკა არ იცნობს ე.წ. „ჩამკეტს“. თუ სახელმწიფოს სჭირდება დაადგინოს კომპენსაციის ბიუჯეტი, მათთვის შეიძლება მისაღები იყოს, თუმცა ეს არ უნდა ყოფილიყო 15-20%-ზე ნაკლები.


წარმოუდგენელია, რომ ჩვენნაირმა რეგულირებულმა ბიზნესმა აიტანოს ინდექსისა და ფასების ზრდა და მხოლოდ 7%-ის კომპენსირება მოხდეს. მთავრობის არგუმენტი რეალურად ბიუჯეტი იყო, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში არასწორი არგუმენტია. თუ ჩვენი მოლოდინი გამართლდება და ფასების მატება გაგრძელდება, კომპანიების ფუნქციონირება, შესაძლოა, საფთხის ქვეშ დადგეს. დიდი იმედი გვაქვს, ჩვენს შენიშვნებს მთავრობა გაითვალისწინებს,“ - აცხადებს ზვიად თოიძე.


მისივე თქმით, 2020 წლიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით, სამშენებლო მასალების ფასი 46%-ით გაიზარდა, რასაც რეგულირებული, 8%-იანი მომგებიანობის ბიზნესი ვერ გაუძლებს.


business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up