„ფაზი“ – განავითარე გონება თამაშით

„ფაზი“ – განავითარე გონება თამაშით

access_time2021-11-16 11:10:00

ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ პანდემიის დროს გაჩენილი მთავარი დეფიციტი ადამიანებთან პირისპირ ურთიერთობა და ამ ურთიერთობით გამოწვეული ემოციები, ხალისი და ბედნიერებაა. შინ შეკეტილებს ყველაზე მეტად სწორედ ერთმანეთთან ურთიერთობა მოგვენატრა და, შესაბამისად, ისეთი საქმიანობების გახსენება დავიწყეთ, რაც მანამდე მივიწყებული გვქონდა. ერთ-ერთი ასეთი აქტივობაა სამაგიდო თამაშები, რომლებიც ბოლო 2 წელიწადში პანდემიამ მთელ მსოფლიოში ლამის კომპიუტერულ თამაშებზე პოპულარული გახადა. სწორედ ამ პანდემიის დროს გაჩნდა კომპანია „ფაზის“ შექმნის იდეაც, რომელიც გიორგი ბახუტაშვილმა და ალექსანდრე კინკრიაშვილმა თიბისი სტარტაპერის მხარდაჭერით უმოკლეს დროში რეალობად აქციეს.



„სხვა ბიზნესის ფარგლებში თიბისისთან ურთიერთობის 8 წლიანი გამოცდილება მაქვს და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია სტარტაპებისთვის ის ბენეფიტები, რასაც თიბისი გვთავაზობს, განსაკუთრებით პიარის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, იდეის რეალობად გადასაქცევად თიბისის მივმართეთ და მათი მხარდაჭერით შევიძინეთ პირველი პროდუქცია „ფაზისთვის“, რომლის სახელწოდებაც ფაზლიდან მომდინარეობს. სწორედ ფაზლები იყო იდეაში ჩვენი მთავარი პროდუქტი, რომელსაც შემდეგ სხვა სახეობებიც მიემატა“, - ამბობს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ბახუტაშვილი.



„ფაზი“ გონების განმავითარებელი სათამაშოების - ფაზლების, სამაგიდო თამაშებისა და ლეგო-კონსტრუქტორების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ერთი წლის წინ შეიქმნა და დღეისათვის უკვე 500-მდე ასორტიმენტის პროდუქციას აერთიანებს. „ფაზის“ ძირითადი მომხმარებელი 18-დან 45 წლამდე ადამიანია, თუმცა მის ვებგვერდზე ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანი იპოვის სათავისო თამაშს, რომელსაც, როგორც გიორგი ამბობს, გართობის გარდა, "ტვინის ჭყლეტის" ფუნქციაც აქვს.



მრავალნაირი ფაზლისა და ყველაზე გაყიდვად სამაგიდო თამაშების - კატანის (Catan), სპლენდორის (Cities of Splendor), დიქსითის (Dixit!) გვერდით, განსაკუთრებულად პოპულარულია ქართული კომპანიების მიერ შექმნილი თამაშებიც, როგორიცაა „გორგასალი“ და „არ მოსულა“.




პროდუქციის ხარისხისა და ფართო ასორტიმენტის გარდა, „ფაზს“ სხვა ონლაინ მაღაზიებისგან მომხმარებელთან სწრაფი კომუნიკაცია და მიწოდების სწრაფი სერვისიც (3 სამუშაო დღემდე) გამოარჩევს. გიორგი ბახუტაშვილი ამბობს, რომ ეს სამი ფაქტორი მათი კონცეფციის საფუძველია, რამაც მათ ერთი წლის თავზე 11 000 გამომწერი, მომხმარებლის ყოველდღიური პოზიტიური უკუკავშირი და სამომავლო გეგმების განსახორციელებლად დიდი მოტივაციაც მოუტანა.
„თუკი რამდენიმე წლის წინ ამ პროდუქციის ყიდვა ქართველ მომხმარებელს მხოლოდ ამაზონზე შეეძლო, დღეს ჩვენს საიტზე www.puzz.ge შეუძლია, სადაც ასამდე სახეობის ფაზლია წარმოდგენილი. მომავალშიც გვინდა, ყველა ასაკისა და კატეგორიის ადამიანმა შეძლოს ჩვენთან თავისი გემოვნებისა თუ მოთხოვნის დაკმაყოფილება, ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ ასორტიმენტის მრავალფეროვნებაზე, რომლებსაც სხვადასხვა მომწოდებლებისგან ვუყრით თავს როგორც ადგილობრივად ასევე სხვა ქვეყნებიდანაც.“



ერთი წლის თავზე მოპოვებული წარმატება „ფაზისთვის“ უკვე არის იმის დასტური, რომ ბიზნესმა გაამართლა. კიდევ ერთი წლის თავზე კომპანია, ასორტიმენტის გაფართოებასთან ერთად, უკვე შოურუმის გახსნას გეგმავს. განსაკუთრებული სიახლე კი ფაზლების ქართველი მოყვარულებისთვის სულ მალე დაგეგმილი ახალი მომსახურება იქნება, რომლის ფარგლებშიც თქვენ მიერ არჩეულ ნებისმიერ ნახატსა თუ სურათს „ფაზი“ უმოკლეს დროში ფაზლად აქცევს.



NS



თეგები:
„ფაზი“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up