FDA თამბაქოსა და ნიკოტინის შესახებ მითებს ფაქტებს უპირისპირებს

FDA თამბაქოსა და ნიკოტინის შესახებ მითებს ფაქტებს უპირისპირებს

access_time2020-10-08 15:25:45

„თამბაქოს ეპიდემიას ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ეწირება, მათ შორის 7 მილიონი თამბაქოს მომხმარებელია, 1.2 მილიონი კი - პასიური მწეველი“, - ასეახასიათებს ჯანმო მსოფლიოში არსებულ ტენდენციას და ამ პრობლემის მოგვარებას რეგულაციებისა და აკრძალვების დაწესებით ცდილობს.


ჯანმოს ძალისხმევის მიუხედავად, ვითარება უცვლელია. ორგანიზაციის ვარაუდით, 2025 წლისთვის მსოფლიოში  მწეველთა რაოდენობა უცვლელი დარჩება და ის კვლავ 1.1 მილიარდის ტოლი იქნება. ამის მიზეზი კი მომხმარებელთა სიგარეტზე, კერძოდ კი სიგარეტში შემავალ ნივთიერებაზე - ნიკოტინზე დამოკიდებულებაა.


თამბაქოში შემავალი ნიკოტინის შესახებგანცხადება გააკეთა აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ, რომლის თანახმადაც, მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ მიზეზს არა ნიკოტინი, არამედ სიგარეტის კვამლში შემავალი ათასობით ქიმიკატი წარმოადგენს.


„სიგარეტის კვამლში არსებული მავნე ქიმიკატების ორგანიზმში მოხვედრა იწვევს ფილტვების დაავადებას, სასუნთქი გზების ქრონიკულ ანთებასა და კიბოს“, - წერს ადმინისტრაცია.


ნიკოტინი ზეგავლენას ახდენს ადამიანის ტვინის ფუნქციონირებაზე, ხელს უწყობს დოფამინის გამოყოფას, რაც ამცირებს სტრესსა და შფოთვას. ერთ-ერთიკვლევის თანახმად, ეს ნივთიერება ერთგვარი სტიმულატორის ფუნქციას ასრულებს, შედეგად იწვევს ყურადღებისა და კონცენტრაციის ზრდას, ასევე მახსოვრობის გაუმჯობესებას, სწავლისა და ინფორმაციის პროცესინგის დაჩქარებას.



სიგარეტის მოხმარების შედეგად ორგანიზმში ნიკოტინის მოხვედრას სულ რაღაც 7 წამი ესაჭიროება. შედეგად, ადამიანს სიგარეტზე, კერძოდ კი მასში არსებულ ნიკოტინზე უჩნდება დამოკიდებულება.

განცხადებაში FDA მოზარდებისა და ორსულად მყოფთა მიერ თამბაქოს მოხმარების საფრთხეებს უსვამს ხაზს. მოზარდების შემთხვევაში საფრთხეს წარმოადგენს ნივთიერების ტვინზე ზემოქმედება - რადგან მათი ტვინი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, ამიტომ შედარებით მარტივია, ისინი დამოკიდებულები გახდნენ ნიკოტინზე, - წერს ადმინისტრაცია.


„გრძელვადიან პერიოდში მოზარდ მწეველს უვითარდება ცვალებადი ხასიათი და ის ხდება იმპულსური. ფეხმძიმობის დროს კი, ნიკოტინმა შესაძლოა შეაღწიოს პლაცენტაში და გამოიწვიოს: ადრეული მშობიარობა, მშობიარობის დროს სასუნთქი გზების გათიშვა, რიგ შემთხვევებში კი, ჩვილის სიკვდილიც. სწორედ ამიტომ, არცერთი თამბაქოს პროდუქტი არის უსაფრთხო“, - ვკითხულობთ განცხადებაში.


რაც შეეხება ზრდასრულებს, ნიკოტინის შემცველი პროდუქტები მათი ჯანმრთელობისთვის განსხვავებული საფრთხის მატარებელია.


FDA-ს მიერ შემუშავებულ სიაში ტრადიციული სიგარეტი და ის პროდუქტები, რომლებიც წვას საჭიროებენ, მოხმარების დროს 7 000-მდე მავნე ქიმიკატს აფრქვევენ და ნიკოტინზე დამოკიდებულების გაჩენის პოტენციალის მაქსიმიზაციას ახდენენ, შესაბამისად, ისინი საფრთხის შემცველ თამბაქოს პროდუქტთა სიაში ლიდერის პოზიციას იკავებენ.


„ტრადიციული სიგარეტი ყველაზე დიდი რისკის შემცველია, ნიკოტინის ჩამნაცვლებელი პროდუქტი - ყველაზე ნაკლები ზიანის მქონე, მათ შორის კი მოთავსებულია ისეთი თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები, როგორებიც არის: ელექტრობული სიგარეტები და გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობები“, - აცხადებს FDA.


საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის უმთავრეს მიზანს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენს, სწორედ ამიტომ FDA-ს მიერ შემუშავებული თამბაქოს რეგულირებისგეგმა ნიკოტინისა და მასზე დამოკიდებულების შემცირებისკენ არის მიმართული. ადმინისტრაცია აგრძელებს კვლევებს იმისათვის, რომ მომხმარებელს ნაკლები რისკის მქონე ნიკოტინის შემცველი პროდუქტი შესთავაზოს. ასეთ მოწყობილობათა რიცხვს კინიკოტინის მიმწოდებელი ელექტრონული სისტემა (ENDS), ან ელექტრონული სიგარეტები მიეკუთვნება.


„იმისათვის, რომ გავიგოთ რა გავლენას ახდენს ელექტრონული სიგარეტები ინდივიდისა და პოპულაციის ჯანმრთელობაზე, უფრო მეტი კვლევის ჩატარება არის საჭირო, თუმცა მრავალი ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები ტრადიციულ სიგარეტებთან შედარებით ნაკლები რისკის შემცველია“, - განაცხადა საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ.


R


თეგები:
თამბაქო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up