FDLI- ს ყოველწლიური კონფერენცია - ინფორმაცია ცვლილების საფუძველს წარმოადგენს

FDLI- ს ყოველწლიური კონფერენცია - ინფორმაცია ცვლილების საფუძველს წარმოადგენს

access_time2020-10-30 15:50:15

მიმდინარე წლის ,21-23 ოქტომბერს საკვებისა და მედიკამენტების სამართლის ინსტიტუტის (FDLI) მიერ გამართულ კონფერენციაზე ფედერალური მთავრობის ექსპერტები, ინდუსტრიის, არაკომერციული ორგანიზაციებისა და აკადემიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ ინდუსტრიაში FDA–ს მიერ რეგულირებული მხარეების პოლიტიკისა და შესაბამისობის საკითხები, მათი სამართლებრივი და მარეგულირებელი  ასპექტები.

სესიების ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემას მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტები (MRTP) წარმოადგენდა.

სიგარეტთან დაკავშირებული რისკების შემცირების მიზნით თამბაქოს მწარმოებელმა კომპანიებმა შექმნეს თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები იმისათვის, რომ შეემცირებინათ თამბაქოს კვამლისგან გამოწვეული დაავადებების განვითარების შესაძლებლობა.

MRTP-ის  ავტორიზაციის მიღების შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს. ავტორიზაცია გულისხმობს თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტისთვის FDA-ს შეცვლილი რისკის ორდერის მინიჭებას საკვების, მედიკამენტებისა და კოსმეტიკის ფედერალური კანონის 911 მუხლის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ის პროდუქტები, რომლებმაც მიიღეს FDA–ს მიერ მოდიფიცირებული რისკის პროდუქტების სტატუსი, სარგებლობს მარკეტინგის ნებართვით.

“ავტორიზაციის მისაღებად საჭიროა, რომ პროდუქტი აკმაყოფილებდეს ადმინისტრაციის მოთხოვნებს. ის სარგებლის მომტანი უნდა იყოს საყოველთაო ჯანმრთელობისთვის, უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიკატების მნიშვნელოვნად შემცირებულ რაოდენობას, უნდა ამცირებდეს ჯანმრთელობისა და მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკებს”,- განაცხადა ბენჯამის აპელბერგმა, FDA-ის ჯანდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის მეცნიერმა.

MRTP-ის ავტორიზაცია პირველად 2019 წელს კომპანია Swedish Match USA-ს მიერ წარმოებულ თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტს - SNUS-ს მიენიჭა. უახლესი გადაწყვეტილება MRTP-ს სტატუსის მინიჭების შესახებ კი “ფილიპ მორისის” IQOS მოწყობილობას უკავშირდება.

“სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ტრადიციული სიგარეტის მოხმარებიდან სრულად IQOS-ის მოხმარებაზე გადასვლა ამცირებს ორგანიზმზე მავნე ან პოტენციურად მავნე ქიმიკატების ზემოქმედებას”, - განაცხადა ბენჯამინ აპელბერგმა.


თამბაქოს უკეთეს ალტერნატივაზე გადასვლისთვის მომხმარებელი უნდა ფლობდეს უტყუარ ინფორმაციას და უნდა ჰქონდეს მწარმოებლის მიმართ ნდობა. თუმცა, ოტავის უნივერსიტეტის პროფესორის, დევიდ სვეანორის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები არ არიან ინფორმირებულნი, სწორედ ამიტომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ  საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმირებული და რაციონალური გადაწყვეტილებები.

როგორც დევიდ სვანორმა საუბრის დროს აღნიშნა, მომხმარებელს აქვს სურვილი, გადავიდეს უკეთესი ალტერნატივის მოხმარებაზე.,თუმცა, ინფორმაციის ნაკლებობა მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევს.

“თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, შვედეთშია. ნორვეგიაში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, სიგარეტის გაყიდვები განახევრდა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 34%-ით შემცირდა სიგარეტის გაყიდვები იაპონიაშიც. ეს არის ყველაზე სწრაფი კლება, რაც ჩვენ ოდესმე გვინახავს ბაზარზე”, - განაცხადა სვეანორმა.

პროფესორის განმარტებით, ცვლილების მიზეზი იყო არა მთავრობის ძალისხმევა, აიძულოს მომხმარებელი შეწყვიტოს თამბაქოს მოხმარება, არამედ ეს იყო არჩევანის შესაძლებლობა.

“ნორვეგიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს SNUS-ი, იაპონია იყენებს თამბაქოს გასახურებელ სისტემებს, ისლანდიაში გავრცელებულია SNUS-ი და ელექტრონული სიგარეტები. მთავრობა არ აიძულებს მომხმარებელს, გადავიდეს ნაკლები რისკის მქონე მოწყობილობების მოხმარებაზე, ეს თავად მომხმარებლის არჩევანია”, - განმარტა პროფესორმა სევანორმა.

სპიკერის განცხადებით, ინფორმაციის გავრცელება მთავრობისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს არის მწარმოებელთა პასუხისმგებლობაც.

“თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებზე უკეთესად ამ ცვლილებას ვერავინ განახორციელებს. ისინი ხედავენ, რა ხდება თამბაქოს ბაზარზე. მე მესმის, შიშის აღმძვრელია, როდესაც შენი ბიზნესი მთლიანად ტრადიციული თამბაქოს რეალიზაციაზე არის დაფუძნებული და შენთვის  საზოგადოების მხრიდან ალტერნატივის მოხმარებაზე გადასვლა რისკს წარმოადგენს, მაგრამ თუ გვსურს, შევქმნათ ინფორმირებული საზოგადოება, მაშინ ჩვენ ეს ინფორმაცია გვჭირდება”, - განაცხადა დევიდ სვეანორმა.

სანდო ინფორმაციისა და პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შედეგად, ცვლილების მიღწევა შესაძლებელია. სპიკერების განმარტებით, მომხმარებელს სჭირდება ესმოდეს ნიკოტინის რაობა და წვის შედეგად წარმოქმნილი მავნე ქიმიკატების ორგანიზმზე ზემოქმედების შედეგები, შესაბამისად, გაცნობიერებული ჰქონდეს მოწევასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკებიც.


R


თეგები:
FDLI



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up