FED და ECB მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს, თუმცა ამ მხრივ, ყველაზე უარეს სიტუაციაში დღეს ვართ და არა მომავალში - ოთარ ნადარაია

FED და ECB მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს, თუმცა ამ მხრივ, ყველაზე უარეს სიტუაციაში დღეს ვართ და არა მომავალში - ოთარ ნადარაია

access_time2022-10-06 15:00:09

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებას აანონსებს. მისი განცხადებით, ინფლაციური მოლოდინების მოსათოკად და ფასების დონის მიზნობრივ მაჩვენებელთა დასაახლოებლად, საპროცენტო განაკვეთები კიდევ გაიზრდება. მონატერული პოლიტიკის განაკვეთი აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმაც (FED) გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთის ზრდას არც მომავალში გამორიცხავს.


რა გავლენა ექნება ECB-ს და FED-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას საქართველოს საფინანსო სექტორზე, ამის შესახებ „კომერსანტს“ თიბისი ჯგუფის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ესაუბრა.


„ჩვენი სესხების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო საერთაშორისო ბაზრებიდან მოდის, ამიტომ ეს გამკაცრება ჩვენი ეკონომიკისთვის, მსესხებლებისთვის და საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდული თანხებისთვის კარგი ნამდვილად არ არის. უცხოეთში მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ზოგადად უარყოფითი გავლენა აქვს, ჩვენთანაც იზრდება ევროს ღირებულება, ვისაც ევროს მცურავგანაკვეთიანი სესხები აქვს. თუმცა აქ ორი მნიშვნელოვანი თემა არის, რომ დოლარს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს გლობალური ბაზრებისთვის ვიდრე ევროს, განვითარებად ქვეყნებში მაინც დოლარის ბონდებია. ასევე ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ რომ ბაზარზე ცვლილება მაშინ ხდება, როცა მოსალოდნელზე უფრო მეტი გამკაცრებაა.



ჩვენ მცირე ზომის ეკონომიკა ვართ და რა თქმა უნდა ვალუტის განაკვეთები ჩვენზე მოქმედებს. საზღვარგარეთ მაღალი განაკვეთები, ჩვენთან შემცირების ნაკლები არგუმენტია, თუმცა ორი მნიშვნელოვანი თემა არის, ერთი - ჩვენთან განაკვეთი ისედაც ძალიან მაღალია ამიტომ გაზრდა ნაკლებსავარაუდოა, მეორე - დოლარის განაკვეთი რომელიც ჩვენზე მაკრო დონეზე მოქმედებს უფრო არის ათწლიანი და არა როგორც ერთდღიანი. იმ ათწლიან განაკვეთში უკვე ასახულია ეს გამკაცრება და იქ უკვე პიკზეა, ამიტომ ამ მონაცემებით, გაზრდა აღარ არის მოსალოდნელი, პირიქით შემცირდება. არა მთლიანად იგივე, თუმცა დაახლოებით იგივე პროგნოზია 6 თვიანი განაკვეთის მხრივ, რაც ჩვენთვის უფრო რელევანტურია უშუალოდ სახსრების ღირებულების კუთხით. ანუ, ბაზრის მოლოდინებით FED კიდევ გააგრძელებს განაკვეთის აწევას რეჟიმში და 2023 წლის ბოლოს დაიწყებს დაწევას, მაგრამ ათწლიანი და 6 თვიანი განაკვეთები მომდევნო პერიოდში უფრო ადრე დაიწყებს შემცირებას. ამდენად, ამ მხრივ, ყველაზე უარეს სიტუაციაში ახლა ვართ და არა მომავალში ვიქნებით“, —  განაცხადა ოთარ ნადარაიამ.


ინფლაციის მოსათოკად ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.75%-მდე უკვე გაზარდა. აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა კი მონეტარული პოლიტიკა სექტემბრის ბოლოს 3,25%-იან ნიშნულამდე გაამკაცრა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up