FED-ის მოქმედებების გამო SVB ბანკმა ობლიგაციებზე 9% იზარალა -  ნიკა შენგელია

FED-ის მოქმედებების გამო SVB ბანკმა ობლიგაციებზე 9% იზარალა - ნიკა შენგელია

access_time2023-03-14 23:00:52

ფინანსურ სამყაროში ბოლო პერიოდში არაერთი კოლაფსი მოხდა, რაც ძირითადად კრიპტოინდუსტრიას უკავშირდებოდა. რამდენიმე დღის წინ კოლაფსი კიდევ ერთმა ამერიკულმა ბანკმა „სილიკონის ველისმა“ (SVB) განიცადა, რომელიც გაკოტრების დღემდე ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი ბანკი იყო და სხვადასხვა რეიტინგებით, საუკეთესოდაც კი ითვლებოდა.


საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია Silicon Valley Bank-ის პრობლემების გამომწვევი მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, აშშ-ს FED-ის (ფედერალურმა სარეზერვო სისტემის) მოქმედებების გამო, ბანკმა ობლიგაციებზე იზარალა 9%.


„როგორც ვიცით, 2020-2021 წლებში ამერიკული ეკონომიკის მხარდაჭერისათვის ფსს (ფედერალურმა სარეზერვო სისტემა) საპროცენტო განაკვეთი 0% მდე დაწია, რის მედეგადაც კრედიტები და სხვა ფინანსური ვალდებულებები ძალიან იაფი და ხელმისაწვდომი გახადა. ამან საშუალება მიცა ფსს-ს  ბალანსი შეევსო ობლიგაციებითა და სხვადასხვა ფასიანი ქაღალდებით, რომელიც 9 მილიარდი დოლარით შეავსო.
მარტივად, რომ ვთქვათ რეგულატორმა ტრილიონი დოლარი „დაბეჭდა“ მოსახლეობისა და ბიზნესისათვის დასარიგებლად,რასაც შედეგად მოჰყვა უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა, საფონდო ბაზრების ზრდა და ინფლაციის ზრდაზეც იქონია გავლენა.


პარალელურად დაბალრისკიანმა ფასიანმა ქაღალდებმა, როგორიცაა აშშ-ს სახაზინო ობლიგაციები დაკარგა შემოსავლიანობის განაკვეთი და შესაბამისად მათზე მოთხოვნა შემცირებული გახადა.



მარტივად სიტყვებით, რომ ითქვას როდესაც ფსს დაბლა წევს საპროცენტო განაკვეთს ობლიგაციების შემოსავლიანობა იკლებს და როდესაც მაღლა წევს განაკვეთს შემოსავლიანობა იზრდება, შესაბამისად ინვესტორები არ რისკავენ თანხები ჩადონ სხვა მაღალრისკლიანი აქციებში, მათ შორის კრიპტოვალუტაში.


რაც შეეხება „Silicon Valley Bank“- ს ,როდესაც „მარტივი ფულის“ ნაკადი შემოდინების შესაძლებლობები გაუჩნდა, რისკების შემცირების მიზნით ნაწილი თანხებით სახელმწიფო ობლიგაციები შეიძინა. პრობლემა იმაშია რომ 1%-იანი შემოსავლიანობით შეძენილი ობლგაციების ფასი საპროცენტო განაკვეთის ზრდასთან ერთად გაიაფდა. თუ საგნოვრივად ვისაუბრებთ 10 დღის წინ ბანკს, რომ გაესტუმრებინა დეპოზიტები, გაყიდა 21 მილიარდის ობლიგაცია 1,8 მილიარდიანი წაგებით. ეს წაგება რომ გადაეფარა ბანკმა დამატებით გამოუშვა 2,3 მლრდ დოლარის აქციები და ამან გამოიწვია გარკვეული პანიკა ბანკის კლიენტებს შორის.


შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ფსს მოქმედებების გამო, ბანკმა ობლიგაციებზე იზარალა 9% მაშინ როდესაც ისინი შეძენილი იყო ერთადერთი მიზნით, დაეცვათ კლიენტების სახსრები ფინანსური რისკებისაგან. დღეის მონაცემებით აღნიშნული ბანკი ფლობს გრძელვადიან აშშ სახაზინო ობლიგაციებს რომლის მოცულობა 70 მილიარდ დოლარს აჭარბებს.


დღეს როდესაც ინტერნეტ ბანკინგი საშუალებას გაძლევთ გაანაღდოთ დეპოზიტები ბანკის ოფისებში მისვლის გარეშე, ობლიგაციების გაყიდვისა და დამატებითი კაპიტალის მოზიდვის გამოცხადების შემდეგ, უკვე 9 მარტს, კლიენტებისაგან SVB-ს დაუგროვდა 42 მილიარდი დოლარის მთლიანი გატანის მოთხოვნა, ხოლო 10 მარტს ბანკის ყველა ოპერაცია დაბლოკა ფედერალური დეპოზიტების დაზღვევის კორპორაციამ (FDIC).


როგორც წესი ლიკვიდობის კრიზისი სისტემურ ხასიათს ატარებს, თუნდაც დეპოზიტების გატანის მკვეთრი მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკი ვერ ახერხებს დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს განცხადებები, მეორეც ფინანსური ინსტიტუტების ორმხრივი ვალის დატვირთვა იწვევს დომინოს ეფექტს.


ამერიკულ ბანკებს ამჟამად აქვთ 652 მილიარდი დოლარის არარეალიზებული აქტივების ზარალი, შეგახსენებთ რომ აღნიშნული ზარალი მხოლოდ 3 მილიარდი დოლარი იყო სულ რაღაც ერთი წლის წინ.


პრობლემის მასშტაბის ფონზე, ფედერალური ბანკის განცხადება საბანკო სექტორის მხარდასაჭერად 25 მილიარდი დოლარის დამატებით ფონდის შესახებ არასაკმარისია. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ბოლოს მხოლოდ SVB ბანკი ემსახურებოდა 175 მილიარდი დოლარის ოდენობის დეპოზიტებს, საიდანაც 85%-ი FDIC მხრიდან არ იყო დაზღვეული. თუ გადაუდებელი ზომები არ მიიღება, SVB-ის ბევრი კლიენტი უბრალოდ გაკოტრდება და სხვა ბანკებსაც ლიკვიდურობის ნაკლებობა შეექმნებათ.


რადგანაც ფსს-ის ქმედებებმა საბანკო სექტორში კრიზისი გამოიწვია, მიუხედავად ადრინდელი განცხადებებისა საპროცენტო განაკვეთების უფრო სერიოზული ზრდის აუცილებლობის შესახებ, ვფიქრობთ, რომ 22 მარტს იგი არ მიიღებს გადაწყვეტილებას საპროცენტო განაკვეთის გაზრდის შესახებ წინააღმდეგ შემთხვევაში დოლარის პოზიციები სხვა ვალუტებთან მიმართებაში დაცემას გააგრძელებს“,  აღნიშნავს ნიკა შენგელია.

თეგები:
SVB



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up