წამყვანმა ამერიკულმა ლოგისტიკურმა კომპანიებმა FedEx და UPS უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე რუსეთის მიმართულებით საფოსტო გზავნილების გაგზავნა შეაჩერეს. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal წერს.
მანამდე კომპანიებმა გზავნილების გაგზავნა შეწყვიტეს უკრაინაში იქ საომარი ოპერაციის მიმდინარეობის გამო. კომპანიების მომსახურების განახლების ვადებს ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ და აცხადებენ, რომ აკვირდებიან მოვლენათა განვითარებას.
bpn,ge