Fed–მა მონეტარული პოლიტიკა კვლავ გაამკაცრა

Fed–მა მონეტარული პოლიტიკა კვლავ გაამკაცრა

access_time2022-07-28 12:40:00

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (Fed) მონეტარული პოლიტიკა ზედიზედ მეორე თვეში გამკაცრა და ინფლაციასთან გასამკლავებლად რეფინანსირების განაკვეთი ივნისის შემდეგ, ივლისშიც 0.75 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

ამერიკის ინფლაცია ორნიშნა ნიშნულთან ახლოსაა. ივნისში სამომხმარებლო ფასების ზრდამ 9.1% შეადგინა, რაც 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სწორედ ეს აიძულებს ფედერალურ რეზერვს აირჩიოს 1980 წლის შემდეგ ყველაზე აგრესიული გამკაცრების პოლიტიკა და მხოლოდ წელს განაკვეთი თითქმის 0%-დან 2.25-2.50%-მდე გაზარდოს.

ქვეყანაში არ ცხრება შიშები რეცესიასთან დაკავშირებითაც, თუმცა, Fed-ის თავკაცი, ჯერომ პაუელი მიიჩნევს, რომ ახლა აშშ რეცესიაში არ იმყოფება.

„ამჟამად ჩვენ რეცესია არ გვაქვს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ეკონომიკის ძალიან ბევრი სექტორი შესანიშნავად მუშაობს. მოთხოვნა კვლავ მაღალია და ეკონომიკა წელს ზრდას გააგრძელებს“, - თქვა Fed-ის თავმჯდომარემ.


შემდეგი სხდომა ცენტრალურ ბანკში სექტემბერშია ჩანიშნული, ეკონომისტების აზრი კი საპროცენტო განაკვეთის მატებასთან დაკავშირებით ორადაა გაყოფილი - ნაწილი მიიჩნევს, მონეტარული განაკვეთი კიდევ 0.75 პროცენტული პუნქტით უნდა გამკაცრდეს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ზრდა 0.50 პროცენტიანი უნდა იყოს.

პრესკონფერენციაზე ბანკის ხელმძღვანელმა თქვა ისიც, რომ განაკვეთის ზრდის ტემპის დაგდება მიზანშეწონილი იქნება, თუმცა პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა შეაფასონ, რა გავლენა ექნება განაკვეთის ზრდას ეკონომიკასა და ინფლაციაზე და გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ მიიღება.

მოსალოდნელია, რომ წელს Fed-ის საპროცენტო განაკვეთი 3.4%-ს, მომავალ წელს კი 3.8%-ს მიაღწევს.

bpn.ge 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up