ფედრეზერვის „დიდი გამარჯვება“ - მომხმარებლები ინფლაციის შენელებას მოელიან

ფედრეზერვის „დიდი გამარჯვება“ - მომხმარებლები ინფლაციის შენელებას მოელიან

access_time2022-08-15 22:30:00

ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) სამომხმარებლო მოლოდინების ყოველთვიური კვლევის მიხედვით, ივლისში ინფლაციის სამომხმარებლო პროგნოზი მნიშვნელოვნად შემცირდა საწვავის ფასის მკვეთრი ვარდნისა და მზარდი რწმენის ფონზე, რომ სურსათსა და საცხოვრებელზე ფასების სწრაფი ზრდა მომავალშიც შემცირდება. ანგარიშს CNBC ავრცელებს.


რესპონდენტები მოელიან, რომ ინფლაცია მომავალ წელს 6,2%-ს, ხოლო მომდევნო სამი წლის განმავლობაში 3,2%-ს შეადგენს. CNBC-ის შეფასებით, „მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრები ისტორიული სტანდარტებით ჯერ კიდევ მეტად მაღალია, ისინი მაინც დიდ ვარდნაზე მიუთითებენ, რადგან ივნისის პროგნოზით, ინფლაციას მომავალ წელს 6.8%-ის, ხოლო მომდევნო სამი წლის განმავლობაში 3.6%-ის დონეზე მოელოდნენ.


შრომის სტატისტიკის ბიუროს ცნობით, ივნისის ჩათვლით, გასული წლის განმავლობაში სურსათზე ფასები 10.4%-ით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ისინი 6,7%-ით ისევ მოიმატებს, თუმცა ეს მონაცემი, ივნისის გამოკითხვასთან შედარებით, 2,5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, რაც 2013 წლის ივნისიდან ყველაზე დიდი ვარდნაა მონაცემთა სერიაში.


ანალოგიურად უყურებენ რესპონდენტები საწვავის ფასსაც, რომელიც გასული წლის განმავლობაში 60%-ით გაიზარდა, თუმცა მომდევნო წლისთვის მხოლოდ 1,5%-იან მატებას მოელიან. ივლისის მოლოდინი 4,2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია ივნისთან შედარებით, რაც მეორე ყველაზე დიდი თვიური ვარდნაა კვლევის ისტორიაში.


AAA-ს (American Automobile Association) მონაცემებით, ჩვეულებრივი (regular) საწვავის ფასი გასული თვის განმავლობაში გალონზე, დაახლოებით, 67 ცენტით დაეცა, თუმცა ის ერთი წლის წინანდელ ფასთან შედარებით, მაინც 87 ცენტით მეტია. მთლიანობაში, ასევე, მნიშვნელოვნად დაეცა საქონლის ფასები.


საცხოვრებელი სახლების გაძვირებაზე ივნისისი პროგნოზის 4.4%-იან მაჩვენებელთან შედარებით, ივლისში ამ ფასებზე მხოლოდ 3.5%-ით ზრდას მოელიან, რაც ყველაზე დაბალი პროგნოზირებული ზრდაა 2020 წლის ნოემბრის შემდეგ. ასევე, 0,5 პროცენტული პუნქტით შემცირდა ხუთწლიანი ინფლაციური მოლოდინი, რაც 2,3%-მდე დაეცა.



ასეთი შედეგები მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც Fed-მა საპროცენტო განაკვეთები აგრესიულად გაზარდა ინფლაციის შესაჩერებლად, რომელიც 40 წელზე მეტი პერიოდის უმაღლეს ნიშნულზეა. CME Group-ის მონაცემებით, ცენტრალურმა ბანკმა 2022 წელს საბაზისო განაკვეთები ოთხჯერ, მთლიანობაში 2,25 პროცენტული პუნქტით გაზარდა, ხოლო საბაზრო ფასები სექტემბრისთვის ზედიზედ მესამედ, 0,75 პროცენტული პუნქტით ზრდაზე მიუთითებს.


თუმცა, CNBC ვარაუდობს, რომ ნიუ იორკის ფედერეზერვის ივლისის შედეგებმა შესაძლოა, Fed-ს უკან დახევის საფუძველი მისცეს და მან განაკვეთის ზრდა სექტემბრიდან მომავალი წლის ბოლოსთვის გადადოს, თუ ინფლაციის პროგნოზი გამართლდება. Fed გრძელვადიან პერსპექტივაში ინფლაციის 2%-ზე დაყვანას ისახავს მიზნად, ამიტომ „გამოკითხვაში პროგნოზირებული დონეები ცენტრალური ბანკის კომფორტის დონეს ბევრად აღემატება“.


გასული კვირის ბოლოს ნიუ იორკის Fed-ის მმართველმა, მიშელ ბოუმანმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ინფლაციის შემცირებას არ მოელის და განაკვეთების უფრო მაღალი ზრდის შენარჩუნება საჭიროდ ჩათვალა. სან-ფრანცისკოს Fed-ის პრეზიდენტმა, მერი დეილიმაც იგივე გაიმეორა და დაამატა, რომ განაკვეთის ზრდა „დასრულებისგან ჯერ კიდევ შორს არის.“


ნიუ იორკის Fed-ის გამოკითხვამ, ასევე, აჩვენა, რომ მომავალი წლისთვის საოჯახო ხარჯების მთლიანი ზრდა, სავარაუდოდ, 6,9%-მდე შემცირდება. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში შედარებით მაღალი მაჩვენებელია, თუმცა მეტად დაბალია მაისის რეკორდულ 9%-იან მოლოდინებზე. 1,5 პროცენტული პუნქტით ყოველთვიური კლება ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კვლევის ისტორიაში.


ერთი თვის განმავლობაში ოდნავ უფრო ოპტიმისტურად განეწყვნენ მომხმარებლები აქციების ფასებზეც, როცა S&P 500 9%-ით გაიზარდა. ამჟამად მომხარებელთა 34.3% მომდევნო 12 თვის განმავლობაში აქციებზე უფრო მაღალ ფასებს მოელის.


Dow Jones-ის მონაცემებით, ივლისის სამომხმარებლო ფასების ინდექსს 0,2%-ით მაღალია, თუმცა ივნისის 1,3%-დან დაიკლო, ხოლო წლიური თვალსაზრისით ივლისში სამომხმარებლო ინფლაციის ტემპი 8,7%-მდეა, რაც, ასევე, ივნისის 9,1%-ზე ნაკლებია.


CPI-ის (Consumer Price Index) ანგარიში ოთხშაბათს გამოქვეყნდება, რომელიც, სავარაუდოდ, აჩვენებს, რომ ინფლაციამ პიკს საბოლოოდ მიაღწია. ინვესტორები, ასევე, ყურადღებით მოელიან ანგარიშს, რომ მიიღონ მინიშნებები, თუ რამდენად აგრესიული შეიძლება, იყოს ფასების ზრდასთან ბრძოლაში ფედერალური სარეზერვო ბანკი საპროცენტო განაკვეთების გაზრდის დროს.


ბიზნესპრესნიუსი




თეგები:
ინფლაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up