სოციალურ ქსელ ფეისბუკის შემქმნელი და კომპანია Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ ფეისბუკზე ვერიფიკაციის ნიშნის დასაყენებლად ყოველთვიურად გარკვეული თანხა იქნება გადასახდელი.მისი თქმით მიმდინარე კვირაში ჩაეშვება Meta Verified, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, რომ საკუთარი ანგარიში საკუთარი ID - ის მეშვეობით დაამოწმოს.
“მიმდინარე კვირაში ჩავუშვებთ Meta Verified-ს, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაამოწმოთ თქვენი ანგარიში სახელმწიფო ID-ის მეშვეობით, მიიღოთ ლურჯი ნიშანი, დამატებითი დაცვა იმ ანგარიშებისგან, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ისინი არიან თქვენ და მიიღოთ პირდაპირი წვდომა მომხმარებლების მხარდამჭერთა ჯგუფთან.
ეს ახალი ფუნქცია იქმნება ჩვენ სერვისებში ავთენტურობისა და უსაფრთხოების გასაზრდელად. Meta Verified-ის ღირებულება დაიწყება $11.99-დან ყოველთვიურად ვებზე ან $14.99 ყოველთვიურად iOS-ზე. ამ ფუნქციას ჩავუშვებთ ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში მიმდინარე კვირაში, და მალე სხვა ქვეყნებშიც”, – წერს ცუკერბერგი.