ავტომობილების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია ,,ფერარიმ ქროსოვერ Purosangue-ს პირველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც იქნება პირველი ქროსოვერი იტალიური სპორტული მანქანების მწარმოებლის ისტორიაში.
მანქანის პრემიერა 2022 წელს შედგება.
გამოსახულების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე სწრაფი ,,ფერარი მიიღებს გარკვეულ მახასიათებლებს ახალი SF90 და Roma სუპერმანქანებისგან.
მისი ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი არის ვიწრო LED ოპტიკა.
ადრე იტალიელებმა აღნიშნეს, რომ ისინი ავითარებდნენ არა კლასიკურ ქროსოვერს, არამედ ,,მაღალ ოთხადგილიან კუპეს.
ახალი გამოგონებისთის სპეციალური აღნიშვნაც კი გამოიგონეს - FUV - Ferrari Utility Vehicle.