40-50 000 ტონა ხორბალი დასაწყობებულია და ფუჭდება - ნიკოლოზ ბენიაიძე

40-50 000 ტონა ხორბალი დასაწყობებულია და ფუჭდება - ნიკოლოზ ბენიაიძე

access_time2023-03-29 19:30:03

„დაახლოებით 40-50 000 ტონა ხორბალი დასაწყობებულია და ფუჭდება“ -  ამის  შესახებ „საქართველოს მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ  პრესკონფერენციაზე ისაუბრა, მისი თქმით აღნიშნული პრობლემის მიზეზი წისქვილკომბინატების გაჩერებაა, რადგან ადგილობრივი ფერმერები მოსავალს  ვერ  ყიდიან. ბენიანიძე ასევე  აღნიშნავს, რომ აღნიშნულ  პრობლემას ემეტება  ისიც, რომ საწყობები გადავსებულია და  ფერმერებმა  არ  იციან, თუ სად წაიღონ მოსავალი.

 

„მოსავალი ფუჭდება. გაფუჭება ერთია და მეორეა ახალი მოსავალი, რომელსაც 2 თვეში ველოდებით. საწყობები თუ არ დაიცალა და არსებული ხორბალი არ გაიყიდა, ახალი მოსავლისთვის საწყობიც არ არსებობს. ფერმერების ძირითადი მოთხოვნაა დარეგულირდეს ხორბლის ბაზარზე არსებული ვითარება. არაერთხელ გვითქვამს რომ ფქვილი შემოდის ქვეყანაში, ხორბალი კი  არ შემოდის,  რადგანაც რუსეთს ხორბალზე დაწესებული აქვს მცურავი ბაჟი. ძირითადი იმპორტიორი ქვეყანაა კი ისევ რუსეთია. შესაბამისად, რადგანაც ფქვილზე არ არსებობს გადასახადი, მისი შემოტანა გაცილებით მომგებიანი და იაფია.  გამოსავალი ის არს, რომ ხორბლის ფასის საპირწონედ, ფქვილსაც დაუწესდეს იმ რაოდენობის ბაჟი რა რაოდენობის ბაჟი აქვს დაწესებული ფქვილს და ხორბლის და ფქვილის ფასი გათანაბრდეს“ – აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

 

 ბერიანიძის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ წისქვილკომბინატები ამუშავდება, ფერმერებს ხორბლის გასაღების პრობლემა არ ექნებათ.

 


„ამ შემთხვევაში, წისქვილკომბინატებიც ამუშავდება და ადგილობრივი ხორბლის რეალიზაცია მოხდება.  ერთხელ და სამუდამოდ, ფერმერს ეცოდინება რომ მსგავსი პრობლემის წინაშე არ დადგება. 40-50 000 ტონა ხორბალია დაახლოებით დასაწყობებული. ახალი სეზონი მოდის, გაზაფხულია და ტილი გაუჩნდა მოსავალს და ეს დამატებითი დანახარჯია ფერმერისთვის რომ მოუაროს და გადაარჩინოს დასაწყობებული მარცვლეული“ – აღნიშნა ბენიაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

წელს, ფერმერებმა ხორბლის მოსავალი განსაკუთრებით გაზარდეს, რადგანაც ეს იყო მთავრობის რეკომენდაცია და მოწოდება.

 

„ყველაზე გულსატკენი ის არის, რომ შარშან მთავრობისგან იყო თხოვნა, მთლიან ფართობებზე დაგვეთესა ხორბალი, რადგანაც სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა დადგა. ასეც მოვიქეცით, სახელმწიფომაც გაიღო დახმარება და 100 000 ლარამდე იაფი სესხი გამოყო. რა გამოვიდა? სესხს ვერ ვიხდით, ჯარიმები გროვდება, და ძალიან ბევრი პრობლემა შეიქმნა ტექნიკის მეპატრონეებსაც, რომლებმაც ტექნიკა ლიზინგით გამოიყვანეს. გამოვიდა, რომ ვიშრომეთ, მთელ ფართობებზე დავთესეთ ხორბალი და შედეგად, ხორბალს ვერ ვყიდით და ფუჭდება. აღმოვჩნდით წამგებიან პოზიციაში“ – აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ „მედიცენტრ მთავარში.“ 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up