ფერმერებისთვის გეოგაპი/GeoGAP-ის დანერგვა უვნებელი პროდუქციის წარმოების გარანტიაა

ფერმერებისთვის გეოგაპი/GeoGAP-ის დანერგვა უვნებელი პროდუქციის წარმოების გარანტიაა

access_time2021-03-19 10:10:31


გეოგაპი/GeoGap-ის სერტიფიკატის მიღების პროცესის გამარტივებისა და ეფექტურად წარმართვის მიზნით, შეიქმნა უახლესი ხელსაწყოებით აღჭურვილი მობილური ლაბორატორია, რაც ადგილზე მომსახურების საშუალებას იძლევა. გეოგაპი/GeoGAP-ის სტანდარტი უვნებელი სურსათის წარმოების ადგილობრივი ნიშანია რომელიც ფერმერებს, კერძოდ, ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს აწარმოონ ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელი ხილი და ბოსტნეული, მათი საქმიანობა დაუახლოვონ საერთაშორისო სტანდარტებს.


გეოგაპი/GeoGAP-ს სტანდარტის დასანერგად მეწარმემ საქართველოს ფერმერთა ასოციაციას უნდა მიმართოს.

2020 წელს საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ სატესტო რეჟიმში, აქტიურად დაიწყო გეოგაპი/GeoGAP-ის მობილური ლაბორატორიის გამოყენება და ვიზიტები საანალიზო ნიმუშების იდენტიფიცირებისთვის (ნიადაგი, წყალი და ხილბოსტნეული).



„გეოგაპის მიღებისთვის ერთ-ერთი პირველი ეტაპი ლაბორატორიული კვლევების ჩატარებაა, ამ პროცესს გვიმარტივებს მობილური ლაბორატორია, რომელიც სერტიფიცირებისა და ექსტენციის მიზნისთვის შეიქმნა. ლაბორატორია კარგი საშუალებაა, სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად ფერმერულ მეურნეობებში ლაბორატორიული ანალიზების საველე პირობებში ჩატარებისა. აუდიტის წარმატებით გავლის შედეგად კი მას გეოგაპი/GeoGAP-ის სერტიფიკატი მიენიჭება.“ - განაცხადა გეოგაპი/GeoGAP-ის სერტიფიცირების უფროსმა სპეციალისტმა საბა მესხმა.


საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ თორია მიიჩნევს, რომ მომხმარებელთა მხრიდან უვნებელ სურსათზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, რაც ფერმერისთვის გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ შეიქმნა გეოგაპი/GeoGap-ი, რომელიც ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, დანერგონ ახალი სტანდარტები უვნებელი პროდუქციის წარმოებისთვის და გახადონ წარმოება უფრო მომგებიანი.


„როდესაც მომხმარებელი დაინახავს გეოგაპი/GeoGAP-ის სერტიფიკატის აღმნიშვნელ ნიშანს ამა თუ იმ პროდუქციაზე, მაგალითად, მწვანილზე, ვაშლზე, სტაფილოზე, ის უკვე დარწმუნებულია, რომ ოჯახისთვის ყიდულობს უვნებელ პროდუქციას და აღარ უჩნდება კითხვა შეიცავს თუ არა მის მიერ ნაყიდი სტაფილო მავნე ნივთიერებებს.“




ბაზარზე უკვე არსებობს გეოგაპი/GeoGAP-ის სერტიფიკატის მფლობელი სამი კომპანია, მათ შორის ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანიები „ჰერბია“. გეოგაპის სტანდარტის დანერგვის პროცესს ამჟამად რამდენიმე კომპანია გადის და ბაზარს მალე უფრო მეტი უვნებელი პროდუქტის მწარმოებელი კომპანია შეემატება.

ვინ დაგეხმარება დანერგო გეოგაპი/GeoGAP-ი


გეოგაპი/GeoGAP-ის გუნდის წევრები არიან სერტიფიცირებული სპეციალისტები საბა მესხი, ილია კუნჭულია და თეკლა გურგენიძე, რომლებსაც აქვთ ამ სფეროში წარმატებული მუშაობის გამოცდილება. მათი დატრენინგება მოხდა ჰოლანდიური საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Q-Point მიერ, რომელთან თანამშრომლობის შედეგადაც შეიქმნა გეოგაპი/GeoGAP-ის სტანდარტი. Q-Point-ს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მსგავსი პროექტების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. Q-Point-ის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტების დროს მათთან ერთად განხორციელდა სტანდარტის სახელმძღვანელოს შემუშავება, მოთხოვნების სიის შედგენა და პილოტ ფერმერებთან ვიზიტი.



გეოგაპი/GeoGAP-ი მესაქონლეობის სექტორში


გეოგაპი/GeoGAP-ი მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის სექტორით არ შემოიფარგლება და თამარ თორიას განცხადებით, 2021 წლის ზაფხულიდან ახალი სექტორი - მესაქონლეობა დაემატება. მისი თქმით, ფერმის დონეზე, პირველადი წარმოების გეოგაპი/GeoGAP-ის სტანდარტის მინიჭება იქნება შესაძლებელი.



„უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის საქართველოში სურსათის გადამუშავების ეტაპზე ინერგება სხვადასხვა სისტემები, მაგალითად, როგორიცაა საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა, სურსათის უვნებლობის მართვის სიტემა ISO 22000 და სხვა, თუმცა პირველადი გადამუშავების დონეზე მსგავსი ხარისხისა და უვნებლობის სისტემები ნაკლებად არის წარმოდგენილი. არადა მნიშვნელოვანია უვნებელი და ხარისხიანი ნედლეულის, მათ შორის რძისა და ხორცის მიღება პირველადი წარმოების დონეზე,“ განაცხადა თამარ თორიამ.

მესაქონლეობის სექტორში, პირველადი წარმოების დონეზე გეოგაპი/GeoGAP-ის სტანდარტის სისტემის შექმნაზე მუშაობას იწყებს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - SQIL“, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით. გეოგაპი/GeoGAP-ის სტანდარტის სისტემა იქნება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის სისტემების ადაპტირებული ვერსია მესაქონლეობის სექტორში ჩართული ფერმერული მეურნეობებისთვის.



„პირველადი პროდუქციის მწარმოებლებს გეოგაპი/GeoGAP-ის დანერგვა დაეხმარებათ, ერთი მხრივ, მზად დახვდნენ სახელმწიფო კონტროლს, ხოლო მეორე მხრივ, აწარმოონ უფრო მაღალი ხარისხის და უვნებელი პროდუქცია, შესაბამისად, მოახდინონ საკუთარი პროდუქციის, მაგალითად, რძის უფრო მაღალ ფასად და სტაბილურ, ინდუსტრიულ მომწოდებლებზე რეალიზაცია,“ განაცხადა პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ დირექტორის მოადგილემ ლაშა ავალიანმა.



გეოგაპის/GeoGAP-ის სტანდარტი შეიქმნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ პროექტ „ზრდა“-ს ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.



(R)



თეგები:
Geogap



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up