„ფერმერებმა რომ ხარისხიანი, უხვი მოსავალი და, შედეგად,  მეტი შემოსავალი მიიღონ, აუცილებელია, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები უზრუნველყოფილი იყოს სარწყავი წყლით“

„ფერმერებმა რომ ხარისხიანი, უხვი მოსავალი და, შედეგად, მეტი შემოსავალი მიიღონ, აუცილებელია, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები უზრუნველყოფილი იყოს სარწყავი წყლით“

access_time2022-09-01 12:20:00

საქართველოს მელიორაციამ, გორის მუნიციპალიტეტში, ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


შესრულებულ სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე გაეცნენ. ამ ეტაპზე, რეგიონში, 6,3 მლნ ლარის ღირებულების 6 პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, რეგულარულად, დამატებით, 2 740 ჰექტარი სავარგული მოირწყვება.



„ფერმერებმა რომ ხარისხიანი, უხვი მოსავალი და, შედეგად, მეტი შემოსავალი მიიღონ, აუცილებელია, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები უზრუნველყოფილი იყოს სარწყავი წყლით. სწორედ ამიტომ, ჩვენ, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე დონორების მხარდაჭერით, ათეულობით მილიონს ვხარჯავთ სარწყავი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. შიდა ქართლის რეგიონში, რამდენიმე წლის წინ აღვადგინეთ სატუმბი სადგური, საიდანაც ნადარბაზევის ტბის შევსება ხორციელდება და შემდეგ დავიწყეთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. გარკვეული ნაწილი მშენებლობის უკვე დასრულებულია და სოფელ ნადარბაზევის, ხურვალეთის, ჩობალაურის, ნიგოზასა და ზემო რენეს 1000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სარწყავი წყლით უზრუნველყოფილია. ჩვენ ვაგრძელებთ სამშენებლო სამუშაოებს, პროექტის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.




განხორციელებული პროექტის ფარგლებში, ჯამში, 14 კილომეტრი სიგრძის წყალგამანაწილებელი არხები მოწესრიგდა; მოეწყო რკინაბეტონის ღარები და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობა. პროექტის ღირებულება 2,7 მლნ ლარია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სარწყავი სისტემა 30 წელი არ ფუნქციონირებდა.



ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი უკვე დაწყებულია. აღდგენითი სამუშაოები უტარდება წყალგამანაწილებელი არხის 6,5 კმ სიგრძის მონაკვეთს. სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტში დამატებით 600 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.



2012 წლიდან დღემდე, შიდა ქართლის რეგიონში, 59,5 მლნ ლარის ღირებულების 92 სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. შედეგად, რეგულარულად, დამატებით, 17 600 ჰექტარი ირწყვება, ხოლო წყლის მიწოდება 15 600 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up