„ფერმერთა სახლს“ დაფნის დამუშავებისა და რეალიზაციის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. USAID-თან თანამშრომლობით კი დამატებითი შესაძლებლობები შეიქმნა, როგორც საწარმოსთვის, ასევე ადგილობრივი თემისთვის.
„USAID-ის დახმარებით შევძელით საწარმოს განახლება და შევიძინეთ დანადგარები, რომელიც აუცილებელია პროდუქტის გაშრობის, მიღებისა და დახარისხებისთვის. შესაბამისად გაიზარდა საწარმოს პროდუქტიულობაც. ამ ეტაპზე დაფნას ასზე მეტი ადგილობრივი ოჯახისგან ვიბარებთ. ადგილობრივებს ასევე ვთავაზობთ ჩვენს საწარმოში დასაქმების შესაძლებლობას, ამ ეტაპზე გვყავს 50-მდე დასაქმებული,“ - გივი შენგელია, საწარმოს „ფერმერის სახლის“ მფლობელი.
„ფერმერთა სახლს“ სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს. მათ უკვე დაიწყეს საკუთარი პლანტაციის გაშენება და ამ ეტაპზე, ბიზნეს მოლაპარაკებებს ჩინურ და ამერიკულ ბაზრებთან აწარმოებენ.