საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი თითქმის გაორმაგდა და $100 მლნ-ს მიაღწია. უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი აშშ-ა, სადაც 2 თვეში 36 მლნ დოლარის პროდუქციაა გაყიდული, რუსეთში 33 მლნ დოლარის, თურქეთი კი 10.6 მლნ დოლარით მესამე ადგილზეა.
მაჩვენებელი გაზრდილია პანდემიამდელ, 2019 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებითაც, როდესაც სულ ექსპორტმა 42.4 მლნ დოლარს შეადგენდა. ფეროშენადნობების წილი საექსპორტო კალათაში ერთ წელში 10.6%-დან 13.2%-მდეა გაზრდილი.
საექსპორტო ბაზრებს შორისაა უკრაინა (7.8 მლნ დოლარი), იტალია (3.6 მლნ დოლარი), საფრანგეთი (3.1 მლნ დოლარი), ესპანეთი (1.6 მლნ დოლარი), ვენესუელა (0.5 მლნ დოლარი), ნორვეგია (0.4 მლნ დოლარი), მოლდოვა (0.3 მლნ დოლარი), შვეიცარია (0.13 მლნ დოლარი).
business-partner.ge