„ფეროშენადნობთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი: მსოფლიო ბაზარზე ფეროშენადნობების ფასი და მოთხოვნა მცირდება. მოსალოდნელია საქართველოდან ექსპორტის კლება

„ფეროშენადნობთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი: მსოფლიო ბაზარზე ფეროშენადნობების ფასი და მოთხოვნა მცირდება. მოსალოდნელია საქართველოდან ექსპორტის კლება

access_time2022-08-05 10:00:00

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს საექსპორტო ათეულში ფეროშენადნობები მეორე ადგილზეა. 2022 წლის იანვარ-ივნისში ქვეყნიდან $295,6 მილიონის ფეროშენადნობი გავიდა. ამ პროდუქტის წილი მთლიან ექსპორტში 15,7% შეადგენს. 2021 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტის მაჩვენებელი $186,3 მილიონს შეადგენდა და მთლიანი ექსპორტის 13,5% იყო.


Europetime-თან ინტერვიუში „ფეროშენადნობთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნუგზარ კევლიშვილი ამბობს, რომ საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა, რადგან მსოფლიო ბაზარზე პროდუქტზე მოთხოვნა მცირდება და ფასი ეცემა.


„საქართველოში ფეროშენადნობების წარმოება შიდა ფასებსა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე არაა დამოკიდებული. რაც მსოფლიოში ხდება ჩვენთანაც ზუსტად ის ტენდენციაა. სამწუხაროდ, ფეროშენადნობების მსოფლიო ბაზარზე ბოლო თვეებია უარყოფითი ტენდენცია გამოიკვეთა. აქ ერთი მომენტია, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე არავინ არ იცის, რა ვითარება შეიქმნება ამ ბაზარზე და ამიტომ ყველა ფრთხილობს, მარაგს არავინ არ აკეთებს, რადგან დიდი პროექტები არ არის. შესაბამისად, მეტალის წარმოებამ ევროპაშიც იკლო და ფეროშენადნობებზე მოთხოვნა შემცირდა, რამაც ფასის ვარდნა გამოიწვია“, - ამბობს კევლიშვილი.


მსოფლიო ბაზარზე ფეროშენადნობების მთავარი იმპორტიორი ჩინეთია, რომლის წილიც 40,05% შეადგენს. მეორეა ნიდერლანდები (7,09%), მესამე იაპონია (6,09%). შემდეგ აშშ, კორეის რესპუბლიკა, გერმანია, ინდონეზია, ინდოეთი, ბელგია და სხვა ქვეყნები. მსოფლიო ბაზარზე 1% ნაკლები წილი აქვს რუსეთსა და უკრაინას. საქართველოს წილი უფრო დაბალია.


2022 წლის აგვისტოში ფეროშენადნობებზე ფასი ევროპაში $1400 ჩამოსცდა და $1300-$1370 ფარგლებში ფიქსირდება. წლის დასაწყისიდან კლებაა-65%. ფეროშენადნობების ფასი მკვეთრად დაეცა ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიაში. აშშ-ში 1 ტონის ფასი $2600-$2735 ფარგლებშია, წლის დასაწყისიდან ვარდნამ - 35% შეადგინა, მაშინ როცა 2022 წლის პირველ კვარტალში ამ პროდუქტზე ფასები რეკორდულად გაიზარდა.


„ფეროშენადნობთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ფეროშენადნობთა ბაზარზე გაურკვეველი ვითარება იყო რამაც ფასების მყისიერი ზრდა გამოიწვია.


„2022 წლის პირველ კვარტალში ფეროშენადნობებზე რეკორდული ფასები დაფიქსირდა. ასეთი ფასები არ ყოფილა ბოლო წლები განმავლობაში. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმა გამოიწვია პანიკა ბაზარზე და ამან ფასი კიდევ გაზარდა. რადგან გაუგებარი ვითარება შეიქმნა. ლოგისტიკა გაუხარდებოდა თუ გაჩერდებოდა ვერავინ პროგნოზირებდა.



მარტში ერთი ტონა ფეროშენადნობი $2800 ღირდა, შემდეგ ფასები დაბლა წამოვიდა და არავინ არ იცის რა იქნება ყველაზე დაბალი ზღვარი. ზოგადად, ივლის-აგვისტოში ნედლეულზე ფასები ისედაც მცირდებოდა და სექტემბერში იწყებოდა ზრდა. თუ ამ ლოგიკასაც გავყვებით, შესაძლოა ვითარება ამ მიმართულებით შეიცვალოს და აღმავალი ტრენდი დაფიქსირდეს“.


საქართველოში ფეროშენადნობების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა „ჯორჯიან მანგანეზი“, სილიკონმანგანუმის ასევე მსხვილი მწარმოებლები არიან კომპანიები „რუსელოისი“, „ჯი თი ემ გრუპი“ და „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“, თუმცა ბაზარზე დაახლოებით ორი ათეული მცირე კომპანია ოპერირებს.


ნუგზარ კევლიშვილი ამბობს, რომ ეს ბიზნესი მომგებიანია და ბოლო წლებში, კერძოდ პანდემიის შემდეგ ადგილობრივი წარმოება გაიზარდა.


საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ფეროშენადნობები ექსპორტზე აშშ-ში, რუსეთის ფედერაციაში, თურქეთში, ირანში, ბრაზილიაში, აზერბაიჯანში, ჩილეში, პერუში, დიდი ბრიტანეთში, ესპანეთში, კოლუმბიაში, ყაზახეთში, საფრანგეთსა და იტალიაში გადის. თუმცა ამ ქვეყნებიდან ყველაზე დიდი მოცულობა აშშ-ის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის ბაზარზე იყიდება.


„შესყიდვის მოცულობები აშშ-მაც შეამცირა. რუსეთშიც რთული ვითარებაა. სანქციების გამო, ამ ქვეყნიდან ექსპორტზე არაფერი აღარ გადის. დაახლოებით 40-50% შემცირდა მოთხოვნა რუსეთიდან. თურქეთში იყიდებოდა ქართული ფეროშენადნობები, მაგრამ აქაც სტაგნაციაა და შემცირებულია მეტალის წარმოება“, - ამბობს ნუგზარ კევლიშვილი.


როგორ გადაიტანს გაყიდვების შემცირებასა და ფეროშენადნობების მსოფლიო ბაზარზე შექმნილ ვითარებას ადგილობრივი და წარმოება და როგორია სამომავლო პროგნოზი? ამ საკითხებზე საუბრისას „ფეროშენადნობთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი Europetime-თან ინტერვიუში ამბობს, რომ შესაძლოა, ადგილობრივ ბაზარზე მცირე საწარმოები დროებით გაჩერდნენ.


„ყველა ელოდება სექტემბერს. როგორი იქნება ვითარება და ფასები, იგივე ენერგომატარებლებზეც. შესაძლოა, შექმნილ კრიზისს მცირე საწარმოები ვეღარ გაუძლონ და დროებით გაჩერდნენ. ამ ბიზნესში ფასების ცვლილება არაა უცხო მოვლენა. მსხვილი კომპანიებს აქვთ იმუნიტეტი აღმავალ და დაღმავალ ფასებთან მიმართებით. ახლა ბაზარი დაღმავალია და ნედლეულზე ფასები ისევ შენარჩუნდა. ახლა რთული პერიოდია.


მთავარია კომპანიებმა ამ პერიოდს გაუძლოს და შემდეგ ფასი უკვე დაბლა წამოვა და საპირისპიროდ შეიცვლება პროცესები. შეიქმნება ვითარება, როცა ნედლეულის ფასი დაბალია და ამ დროს პროდუქციის ფასი იზრდება. ბუნებრივია, საჭიროა კაპიტალი, რომ კომპანიებმა რთული პერიოდი გადალახონ მაშინ, როცა წაგებაზე უწევთ მუშაობა“.


რაც შეეხება პროგნოზს, „სექტემბერში სტამბოლში კონფერენცია დაგეგმილი, სადაც დარგის ექსპერტები შეიკრიბებიან. შეფასდება მსოფლიო ბაზარზე შექმნილი ვითარება და გაკეთდება გარკვეული გათვლები“, - ამბობს „ფეროშენადნობთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი.


europetime




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up