Ferrari ელექტრიფიკაციის პროცესის დაჩქარების პარალელურად გაზრდილ მოგებას უმიზნებს. ძვირადღირებული მანქანების მწარმოებელმა იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ქარხანა ბატარეაზე მომუშავე ავტომობილების ჰაბად გადააქცია.
Ferrari სრულად ელექტრო და plug-in ჰიბრიდული მოდელების შესაქმნელად $4.6 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს, რაც 2026 წლისთვის მისი პორტფელის 60%-ს უნდა შეადგენდეს.
კომპანიის პროგნოზით, 2026 წლამდე წმინდა მოგებამ €2.7 მილიარდს უნდა მიაღწიოს, მაშინ როცა შარშან ეს მაჩვენებელი €1.5 მილიარდი იყო.
კომპანია აცხადებს, რომ მისი Maranello-ს ქარხანა გაფართოვდება, რის შედეგადაც ელექტრომობილების წარმოებას და ბატარეების განვითარებას დაიწყებს. Ferrari პირველ სრულად ელექტრო ავტომობილს 2025 წელს წარადგენს.
წყარო: Bloomberg, businessformula.ge