Richard Mille RM UP-01 Ferrari არის მსოფლიოში ყველაზე თხელი მექანიკური საათი. მისი ტიტანის კორპუსი მხოლოდ 1,75 მილიმეტრით სისქეა, 0,05 მილიმეტრით თხელი ვიდრე წინა რეკორდსმენი Bvlgari Octo Finissimo Ultra. საათის მექანიზმი შეიმუშავა Richard Mille-მა Audemars Piguet Le Locle ლაბორატორიასთან ერთად. ის მუშაობს 28800 ვიბრაციის სიხშირით საათში და უზრუნველყოფს ენერგიის რეზერვს 45 საათის განმავლობაში.
მექანიზმის სიმაღლე 1,18 მილიმეტრია, წონა კი 2,87 გრამი. ამავდროულად, თავად საათის მასა არ აღემატება 30 გრამს.
საათის ტირაჟი მხოლოდ 150 ეგზემპლარია, თითოს ფასი კი 1,88 მილიონი დოლარია.
თუ როგორ გამოიყურება ეს ძვირადღირებული საათი ნახეთ ვიდეო: