Ferrari–სა და Fiat–ის მფლობელები „ბილაინის“ მსხვილი აქციონერები გახდნენ

Ferrari–სა და Fiat–ის მფლობელები „ბილაინის“ მსხვილი აქციონერები გახდნენ

access_time2022-03-23 15:27:06

ჰოლანდიური საინვესტიციო კომპანია Exor, რომელიც იტალიელი ანელების ოჯახს ეკუთვნის, Veon ჯგუფის სიდიდით მეორე აქციონერი გახდა. ანელების ოჯახი Ferrari–სა და Fiat–ის მფლობელები იყვნენ და ახლა არაერთი ავტოკონცერნის მოწილეები არიან. ბოლო დროს Veon–ის აქციების ფასი სამჯერ დაეცა, ხოლო თავად კომპანია დიდ სირთულეებს განიცდის უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენ Telegram-ზე.


Exor აქციების 5%–ს ფლობს Veon–ში


ჰოლანდიურმა საინვესტიციო კომპანიამ სატელეკომუნიკაციო ჯგუფის Veon აქციების 5,1% იყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიის საიტზეა განთავსებული. აღნიშნული პაკეტის ფასი 2012 წლის დასაწყისისთვის $151 მლნ–ს შეადგენდა, ხოლო დღეს მისი ფასი $53 მილიონია.


Fiat–ის დამფუძნებლების ოჯახი


Exor–ის უკან ბრიტანული Exor Capital დგას, რომელიც იტალიელი ანელების (Agnelli) ოჯახს ეკუთვნის. ოჯახის პატრიარქმა ჯოვანი ანელიმ Exor 1927 წელს დააფუძნა. იგი იტალიური ავტოკონცერნის Fiat ერთ–ერთი ფუძემდებელი იყო.


ამჟამად Exor წილებს ფლობს ავტოკონცერნებში Stellantis, Ferrari და Iveco, აგროკონცერნში CNH Industrial, გაზეთში The Economist, იტალიურ მედიაკონცერნში GEDI, იტალიურ საფეხბურთო კლუბ „იუვენტუსში“, გადამზღვევ კომპანიაში PartnerRe და სხვ. Exor–ის შემოსავალმა 2021 წელს $136 მლრდ შეადგინა, ხოლო წმინდა აქტივების ფასმა - $32 მლრდ–ს მიაღწია.


Veon და მისი ძირითადი აქციონერი


Veon ჯგუფი არის რუსული ფიჭური კავშირგაბმულობის „ვიმპელკომ“ (სავაჭრო ნიშანი „ბილაინი“), უკრაინული „კიევსტარის“ და ასევე სატელეკომუნიკაციო კომპანიების მფლობელი საქართველოში, ალჟირში, პაკისტანში, ბანგლადეშში, ყაზახეთში, უზბეკეთში, და ყირგიზეთში. ჯგუფის შტაბ ბინა ამსტერდამში მდებარეობს. თავად კომპანია ბერმუდის კუნძულებზეა რეგისტრირებული და ლონდონში გეგმავს გადარეგისტრირებას.



Veonის ძირითადი მფლობელია საინვესტიციო კომპანია LetterOne, რომელიც „ალფა–ჯგუფის“ დამფუძნებლებმა შექმნეს. LetterOne აქციების 47,8%–ს ფლობს Veon–ში, კიდევ 8,3% ჰოლანდიური შტიხტინგი Stichting Administratiekantoor Mobile Telecommunications Investor–ის ინტერესებშია. შტიხტინგი – საკუთრების სპეციალური ფორმაა ჰოლანდიის სამართალში. სტიხტინგი აქციებს მესამე პირის ინტერესებში ფლობს, რომელიც არ ითვლება მის მფლობელად და არ შეუძლია მართვაში მონაწილეობა.


Veon–ის პრობლემები უკრაინაში


ამდენად, Exor სიდიდით Veon–ის მეორე აქციონერი გახდა LetterOne–ის შემდეგ.


ბოლო დროს Veon–ს სერიოზული პრობლემები აქვს. პირველ რიგში, კომპანიის ბიზნესი ძალიან არის დამოკიდებული რუსეთსა და უკრაინაზე. რუსეთში Veon–ს 49 მლნ აბონენტი ჰყავს (22%), უკრაინაში – 33 მლნ (11%). „ვიმპელკომში“ 29 ათასი ადამიანი მუშაობს, „კიევსტარში“ - 4 ათასი. 2021 წლის შემოსავლის ნახევარი რუსეთზე მოდიოდა, უკრაინაზე – 13%. შედეგად, სარეიტინგო კომპანიამ Fitch „ნაგავამდე“ დასწია Veon–ის რეიტინგი.


სანქციები Veon–ის ძირითადი დამფუძნებლების წინააღმდეგ


Veon–ის კიდევ ერთი პრობლემა სანქციებს უკავშირდება. მიხაილ ფრიდმანი, რომელიც „ალფა–გრუპის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა ბოლო დრომდე, ჯერ ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოხვდა, ხოლო შემდეგ დიდმა ბრიტანეთმაც დაუყადაღა აქტივები. ერთ–ერთ ბოლო ინტერვიუში ფრიდმანი წუხდა, რომ დამლაგებლისთვის გადასახდელი ფულიც აღარ დარჩა.


შემდეგ სანქციებში მოხვდნენ ალეკსეი კუზმიჩევი და გერმან ხანი, რომლებიც ფრიდმანთან ერთად „ალფა–გრუპისა“ და LetterOne–ს დამფუძნებლები არიან.
თავად კომპანია Veon–ში აცხადებენ, რომ მათზე არ ვრცელდება სანქციები და არ ჰყავთ მაკონტროლებელი აქციონერი.


მიუხედავად ამისა, კომპანიის აქციები ფასი მესამედამდე დავარდა. თუ 2022 წლის დასაწყისში ერთი აქციის ფასი $1,7–ს შეადგენდა, დღეს მხოლოდ $0,6 ღირს.


cnews.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up