ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი მესამე ვადით აირჩიეს. არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი ლევან კობიაშვილი იყო. ყრილობაზე 31 დელეგატიდან 28 გამოცხადდა. ცნობილი გახდა. „სპორტალის“ ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 33-ე საარჩევნო ყრილობაზე კობიაშვილს მხარი 28-ვე დელეგატმა დაუჭირა.
ლევან კობიაშვილს პირველად ნდობა 2015 წლის 3 ოქტომბერს გამოუცხადეს, მეორედ – 2019 წლის 15 თებერვალს.