ფეხბურთის მოედნების გასანათებელი მოწყობილობების შესყიდვის ტენდერში 1 დღის წინ დაფუძნებულმა კომპანიამ გაიმარჯვა - „ფლანგვის დეტექტორი“

ფეხბურთის მოედნების გასანათებელი მოწყობილობების შესყიდვის ტენდერში 1 დღის წინ დაფუძნებულმა კომპანიამ გაიმარჯვა - „ფლანგვის დეტექტორი“

access_time2023-01-29 11:30:49

„ფლანგვის დეტექტორმა“ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, შესყიდვების სააგენტომ საფეხბურთო მოედნების გასანათებელი მოწყობილობებისა და თანმდევი მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც ერთი დღის წინ დაფუძნებულმა კომპანიამ გაიმარჯვა.

 

„ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ვკითხულობთ:

 

2022 წლის 22 ნოემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2,725,000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის თანახმად, სააგენტო ფეხბურთში უეფას 21 წლამდელთა 2023 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩასატარებლად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საფეხბურთო მოედნების გასანათებელი მოწყობილობებისა და თანმდევი მომსახურების შესყიდვას გეგმავს.

 

მიმწოდებელმა კომპანიამ სანათების მონტაჟი და შემდგომ გასწორება-დამიზნება უნდა განახორციელოს ტექნიკური ცენტრების „ბასა", ბათუმი #1, ბათუმი #2 , ქობულეთისა და წყალტუბოს საფეხბურთო მოედნებზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე.

ტენდერში 5 კომპანია იღებდა მონაწილეობას. საბოლოოდ კი ყველაზე დაბალი ფასის (1,896,000 ლარი) შეთავაზების მქონე კომპანიამ, შპს „გლობალ იმპორტ ჯგუფმა“ გაიმარჯვა, რომელიც რამდენიმე დღის დაფუძნებული კომპანიაა. სწორედ ამ ფაქტმა მიიპყრო ჩვენი ყურადღება.


 

როდესაც ახლად დაფუძნებული კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს და იმარჯვებს, ყოველთვის ჩნდება კითხვის ნიშნები, რადგან მსგავსი გარემოება მაღალი კორუფციული რისკის შემცველია.

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას არ მოეთხოვებოდა გამოცდილება. ცხადია კომპანიის გამოცდილება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს შესრულებული სამუშაოს ხარისხსაც. მიუხედავად იმისა, რომ ტენდერის ღირებულება 2,725,000 იყო, სააგენტომ გამოცდილება არ მოითხოვა.

 

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის დაფუძნების თარიღიდან გამომდინარე ფაქტობრივად შეუძლებელია, გამარჯვებულ კომპანიას რაიმე სახის გამოცდილება ჰქონდეს. აღსანიშნავია, რომ შპს „გლობალ იმპორტ ჯგუფი“ 2022 წლის 29 ნოემბერს არის დაარსებული, ზუსტად იმ დღეს, როდესაც აღნიშნულ ტენდერზე წინადადებების მიღება დაიწყო. კომპანიას ერთი დირექტორი ჰყავს, გიორგი ზაქარიაძე, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი დავით ჯაფარიძეა. სადამფუძნებლო შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი კომპანიის საქმიანობის სფეროს შესახებ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ტენდერზე წინადადებების მიღება 29 ნოემბერს დაიწყო და 30 ნოემბერს დასრულდა, შესაბამისად, გამოდის, რომ 1 დღის დაარსებულმა კომპანიამ შეძლო ტენდერში გამარჯვება და ხელშეკრულების გაფორმება.

 

წყარო:

შესყიდვა CON220000359

შპს „გლობალ იმპორტ ჯგუფი“ https://bit.ly/3GXErMe





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up