Fiat 600-ი ელექტრომობილი ხდება, AMPERCAR.com-ის ცნობით, ამის შესახებ ვებგვერდი L'argus იტყობინება.
სიახლე მიმდინარე წლის ივლისში იქნება წარმოდგენილი. კროსოვერის წარმოება პოლონეთის ქალაქ ტიჩის საწარმოში მოხდება, სადაც ახლახან დაიწყეს ელექტრო Jeep Avenger-ის წარმოება.
ახალ Fiat 600-ს ბევრი რამ ექნება საერთო Avenger-თან – ის იმავე eCMP პლატფორმაზე აეწყობა. ელექტრო ინსტალაციაც ამერიკელი კოლეგისგან იქნება ნასესხები. საუბარია 156 ცხენის ძალაზე და 54 კვტ/სთ ბატარეაზე. Fiat-ის ენერგიის რეზერვი დაახლოებით 400 კმ. იქნება.
გარდა ამისა, ხელმისაწვდომი იქნება ICE ვერსიებიც. კერძოდ, ავტომობილი მიიღებს 1.2 ლიტრიან ტურბო ძრავებს 100 და 136 ცხენის ძალით, ხოლო ამ უკანასკნელ შემთხვევაში დამონტაჟდება 48 ვოლტიანი „რბილი“ ჰიბრიდული ინსტალაცია.
შეგახსენებთ, რომ ორიგინალი Fiat 600 არის იტალიური ავტომწარმოებელი Fiat-ის ქალაქში გადაადგილებისთვის შექმნილი უკანა ძრავიანი მანქანა, რომელიც შექმნილია 1955 წლიდან 1969 წლამდე. მანქანა ZAZ-965 ზაპოროჟეცის პროტოტიპი გახდა.