ფიჯის სასამართლომ სულეიმან კერიმოვის იახტა აშშ-ს გადასცა

ფიჯის სასამართლომ სულეიმან კერიმოვის იახტა აშშ-ს გადასცა

access_time2022-06-07 20:00:13

ფიჯის უზენასემა სასამართლომ დღევანადელი გადაწყვეტილებით შეერთებული შტატები დაავალდებულა, რუსეთის საკუთრებაში არსებული სუპერიახტა, Amadea წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოდან გაიყვანოს, რადგნა მის კონფისკაციაზე მიმდინარე სამართლებრივი დავის პერიოდში ფიჯის მთავრობას გემის შენახვა ძვირი უჯდება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

 

106-მეტრიანი (350 ფუტის) იახტა, Amadea თვრამეტდღიანი მოგზაურობის შემდეგ ფიჯიში მექსიკიდან 13 აპრილს შევიდა. ის ფიჯის ხელისუფლებამ მას შემდეგ დააპატიმრა, რაც ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ გასულ თვეში აშშ-ის ორდერი მიიღო. ამ ორდერის თანახმად, იახტა სანქცირებულ რუს ოლიგარქს, სულეიმან კერიმოვს ეკუთვნის.

 

FBI-მ განაცხადა, რომ 300 მლნ დოლარის ღირებულების ძვირად ღირებული იახტის საექსპლუატაციო ხარჯი წელიწადში 25-დან 30 მლნ დოლარს შეადგენს და შეერთებული შტატები მზად არის, კონფისკაციის შემდეგ გემი შეინახოს. შეერთებული შტატები ამტკიცებს, რომ კერიმოვი Amadea-ს ბენეფიციურად ფლობს, თუმცა გემის ადვოკატებმა ეს უარყვეს და სასამართლოს განუცხადეს, რომ ის სხვა რუს ოლიგარქს, ედუარდ ხუდაინატოვს ეკუთვნის, რომელიც რუსული ენერგოგიგანტის, „როსნეფტის“ ყოფილი ხელმძღვანელია. მას სანქციები არ შეხებია. აღსანიშნავია, რომ ედუარდ ხუდაინატოვის სახელს გასულ თვეში, იტალიაში პოლიციის მიერ დაკავებული კიდევ ერთი ძვირადღირებული იახტა უკავშირდება, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 700 მლნ დოლარია.

 

იმ პერიოდში, როცა გემის რეგისტრირებული მფლობელის, Millemarin Investments-ის სააპელაციო სარჩელი ფიჯის სასამართლოებში იხილებოდა, გემის ხარჯებს ადგილობრივი მთავრობა იხდიდა.

 


უზენაესი სასამართლოს დადგენილებაში წერია, რომ „საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს, იახტამ ფიჯის წყლები დატოვოს, რადგან ნავსადგომზე მისი ყოფნა ფიჯის მთავრობას ძვირი უჯდება.“ სასამართლო გადაწყვეტილებაში, ასევე, წერია, რომ „გემი ფიჯის წყლებში ყოველგვარი ნებართვის გარეშე, სავარაუდოდ, შეერთებული შტატების დევნის თავიდან ასაცილებლად შეცურდა.“

 

ფიჯის გენერალური პროკურორი, კრისტოფერ პრაიდი აცხადებს, რომ „სასამრთლო გადაწყვეტილება ადასტურებს ფიჯის ვალდებულებას, პატივი სცეს ურთიერთდახმარებაზე საერთაშორისო მოთხოვნებსა და ქვეყნის სართაშორისო ვალდებულებებს.“ მისი თქმით, სასამართლო მიიჩნევს, რომ „ფულის გათეთრებისა და საკუთრების საკითხები მათ წარმომქმნელ აშშ-ის სასამართლოში უნდა გადაწყდეს.“

 

„Amadea აშშ-ის ხელისუფლებას გადაეცა და ის ფიჯის მალე დატოვებს,“ - აცხადებს კრისტოფერ პრაიდი.

 

რუსი ოლიგარქებისთვის იახტებისა და სხვა ძვირად ღირებული აქტივების ჩამორთმევაზე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფი, KleptoCapture არის ორიენტირებული.



bpn.ge

თეგები:
იახტა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up