„ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ რუსეთის ფედერაციაში ინვესტირებას აჩერებს და ძალაში შეჰყავს პროდუქციის  წარმოების შემცირების გეგმა.

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ რუსეთის ფედერაციაში ინვესტირებას აჩერებს და ძალაში შეჰყავს პროდუქციის წარმოების შემცირების გეგმა.

access_time2022-03-11 12:16:28

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, კომპანია აჩერებს რუსეთში დაგეგმილ ყველა საინვესტიციო პროექტს, მათ შორის ბაზარზე ახალი პროდუქტების განთავსებას, აგრეთვე კომერციულ, ინოვაციურ და საწარმოო პროექტებში ინვესტირებას.

 

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა“ ასევე აამოქმედა გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციაში წარმოების შემცირებას.

 

“ჩვენთვის შოკისმომგვრელია უკრაინაში მიმდინარე ომი და უმკაცრესად ვგმობთ ძალადობას. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უდანაშაულო ბავშვებს, ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც აგრესიის შედეგად იტანჯებიან. ჩვენ ვუერთდებით იმ მილიონობით ხმას, რომლებიც ომის შეწყვეტასა და მშვიდობის აღდგენას ითხოვენ“, - განაცხადა იაცეკ ოლზაკმა, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.


„ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი უკრაინაში ჩვენი ათასზე მეტი თანამშრომლისთვის უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ სამი კრიტიკული მისიის განხორციელების პროცესში: დავეხმარეთ 800-ზე მეტი ადამიანს უკრაინიდან ევაკუაციაში, მათ შორის ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონებიდან; უზრუნველვყოფთ სასწრაფო დახმარებას უკრაინაში დარჩენილი თანამშრომლებისთვის და ვეხმარებით გუნდის იმ წევრებს ლოგისტიკური, სამედიცინო, ფინანსური და სხვა პრაქტიკული საშუალებით, რომლებმაც თავშესაფარი მეზობელ ქვეყნებში იპოვეს. ამ რთულ პერიოდში, ჩვენ, რა თქმა უნდა, უწყვეტად ვაგრძელებთ ჩვენი უკრაინელი თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურებას“, - აღნიშნავს იაცეკ ოლზაკი.

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ აქტიურად არის ჩართული ჰუმანიტარული დახმარების პროცესში, რათა უზრუნველყოს უკრაინელი ხალხისა და უკრაინაში დარჩენილი კომპანიის თანამშრომლების მხარდაჭერა. კომპანია, სხვადასხვა ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს საკვების, მედიკამენტების და სხვა ბაზისური საჭიროების ნივთების მიწოდებას.

5 დღეში, „ფილიპ მორისის“ თანამშრომლების მიერ დაფუძნებულმა საქველმოქმედო ფონდმა შემოწირულობის სახით 300,000 აშშ დოლარი შეაგროვა უკრაინის დასახმარებლად, კომპანიამ კი ეს თანხა გააორმაგა. დამატებით, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა“ ჰუმანიტარული დახმარების მიმართულებით 10 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.  

„მიმდინარე ვითარების გათვალისწინებით, ჩვენმა დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება,  შევაჩეროთ ყველა დაგეგმილი საინვესტიციო პროექტი და ავამოქმედოთ გეგმა, რომელიც შეამცირებს რუსეთის ფედერაციაში ჩვენი კომპანიის საწარმოო აქტივობებს. აღნიშნული ინიციატივის პარალელურად, ჩვენ დავეხმარებით რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამშრომლებს და გავაგრძელებთ მათთვის ანაზღაურების გადახდას“, - აღნიშნა იაცეკ ოლზაკმა.

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up