“ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” ახალი CEO იაცეკ ოლზაკი იქნება

“ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” ახალი CEO იაცეკ ოლზაკი იქნება

access_time2020-12-16 11:44:10

“ფილიპ მორის ინთერნეიშალმა” (PMI) დღეს ახალი CEO წარადგინა. 2021 წლის მაისიდან კომპანიას  იაცეკ ოლზაკი უხელმძღვანელებს, მოქმედი CEO ანდრე კალანცოპულოსი კი 2021 წლის მაისიდან PMI-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლებს. საბჭოს ტოვებს მისი ყოფილი თავმჯომარე ლუის კამილიერი.


კომპანიის ახალი CEO იაცეკ ოლზაკი 2018 წლიდან “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” მთავარი საოპერაციო ოფიცრის (COO) პოსტს იკავებდა, 2012-2018 წლებში კი ის კომპანიის ფინანსური დირექტორი იყო.


მმართველობით ცვლილებებთან დაკავშირებით კომპანიამ სპეციალური ბრიფინგიც გამართა, რომელზეც კომპანიის მოქმედმა CEO-მ ანდრე კალანცოპულოსმა განაცხადა, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში PMI-იმ უმნიშვნელოვანესი ტრანსფორმაცია დაიწყო, რაც მწეველებისთვის, მეცნიერულად დადასტურებული ალტერნატივების შეთავაზებაში მდგომარეობს.


“ჩვენ გვაქვს უკვამლო პროდუქტების საუკეთესო პორტფელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სხვა შემთხვევაში სიგარეტის მოხმარებას განაგრძობდნენ. ასევე ჩვენ გვყავს გამორჩეულად მაღალკვალიფიციური მენეჯმენტის გუნდი, ჩვენი ორგანიზაცია კი ინოვაციების ათვისების მხრივ ერთ-ერთი მოწინავეა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენი კომპანია წარმატებულ სვლას განაგრძობს. მოხარული ვარ CEO-ს პოსტი გადავცე ბატონ იაცეკს, რომელთან ერთადაც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ვმუშაობდი,”- ამბობს ანდრე კალანცოპულოსი.


თავად იაცეკ ოლზაკი აღნიშნავს, რომ ის “ფილიპ მორისის” გუნდს 1993 წელს შეუერთდა და არაერთი წლის განმავლობაში ფინანსური მიმართულებით PMI-ის გერმანიისა და პოლონეთის ბიზნესს ხელმძღვანელობდა, რის შემდეგაც 2012 წელს კომპანიის ფინანსურ ხელმძღვანელად, 2018 წელს კი მთავარ საოპერაციო ოფიცრად დაინიშნა.



იაცეკ ოლზაკის თქმით, მისი მთავარი სტრატეგიული მიზანი “უკვამლო მომავლის” შესაქმნელად დასახული პროექტის განვითარება იქნება.


“ჩვენი კომპანიის ხედვა და მიზანი საკმაოდ ნათელია. ეს არის ამბიციური მიზანი იმისთვის, რათა სიგარეტის მილიონობით მომხმარებელს, რომლებიც სხვა შემთხვევაში გააგრძელებდნენ მის მოხმარებას, შევთავაზოთ  მეცნიერულად დადასტურებული ალტერნატივები. ეს არამხოლოდ თავად ამ ადამიანებისთვის არის მავნე ნივთიერებების ზემოქმედების ზეგავლენის შემსუბუქების შესაძლებლობა, არამედ მას საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვისაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა,”- განაცხადა იაცეკ ოლზაკმა.


PMI-ის ინფორმაციით, მათ მიერ წარმოებული თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტი IQOS-ის მეშვეობით სიგარეტის მოხმარება მსოფლიოს მასშტაბით უკვე 11.7-მა მილიონმა ადამიანმა ჩაანაცვლა. თავად IQOS-ი კი არსებული მდგომარეობით, გლობალურად 61 ბაზარზე არის წარმოდგენილი. მათ შორის არის საქართველოც, რომელიც PMI-ის “უკვამლო მომავლის” პროექტში 2020 წლის ივლისში ჩაერთო. 2020 წლის ზაფხულში აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) IQOS-ის, როგორც მოდიფიცირებული რისკის შემცველი პროდუქტის მარკეტინგის უფლება გასცა და მიუთითა, რომ მწეველების მიერ სიგარეტის ამ პროდუქტით ჩანაცვლებით, ისინი მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებებზე მათ დაქვემდებარებას შეამცირებენ.

მმართველობითი ცვლილებების შესახებ გამართულ ბრიფინგზე PMI-ის სამეთვალყურეო საბჭოს მომავალმა ხელმძღვანელმა, ანდრე კალანცოპულოსმა განაცხადა, რომ თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში მხოლოდ ინდუსტრიის თანამონაწილეობა საკმარისი არაა, რადგან ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოებს სიგარეტის ალტერნატიული პროდუქტების რეგულირების პროცესში ჰქონდეთ სწორი მიდგომები. რის მაგალითადაც კალანცოპოლოსი აშშ-ს და ევროკავშირის ქვეყნებს ასახელებს.


თავად PMI ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანიის სათაო ოფისი შვეიცარიაში მდებარეობს. PMI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 131.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.


®






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up