ფილიპინების საბაჟო სამსახურმა $310,000-ის ღირებულების კონტრაბანდული თეთრი ხახვი ამოიღო - ამის შესახებ ინფორმაციას cnn business ავრცელებს. გამოცემის ცნობით ხახვი თითქმის ყველა ფილიპინური კერძის მთავარი ინგრედიენტია, თუმცა ახლა მისი ღირებულება ქათმის ღირებულებას სამჯერ აღემატება.
ქვეყნის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ცნობით, ოთხშაბათს 12 იანვარს 1 კილოგრამი წითელი და თეთრი ხახვის ფასი 600 ფილიპინურ პესოს ($11) შეადგენდა, ხოლო 1 კილოგრამი ქათმის ხორცი 220 პესო ანუ 4$ ღირდა. აღსანიშნავია რომ 1 კილოგრამი ხახვის ფასი დღიურ მინიმალურ ხელფას აჭარბებს, ხოლო 30% - ით აღემატება 1 კილოგრამი საქონლის ხორცის ფასს.
ხახვის ფასი ფილიპინებში მას შემდეგ გაიზარდა, რაც გასულ წელს ფილიპინებს ტაიფუნების ტალღამ გადაუარა და ათობით მილიარდი პესოს ღირებულების მოსავალი დააზიანა.
ფილიპინების სტატისტიკური სამსახურის ცნობით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები 8,1% ით გაიზარდა და ინფლაციის ზრდამ 14 წლიან მაქსიმუმს მიაღწია.