ფილმები ინტერნეტში მარტივად ხელმისაწვდომი აღარ იქნება

ფილმები ინტერნეტში მარტივად ხელმისაწვდომი აღარ იქნება

access_time2022-07-29 10:00:00

ონლაინ სივრცეში პირატული კონტენტის განთავსება შეიზღუდება. მთავრობა USAID -თან ერთად შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს, რომლის მიხედვითაც ფილმები, სერიალები, ვიდეო თამაშები თუ პროგრამული უზრუნველყოფა ონლაინ სივრცეში მარტივად ხელმისაწვდომი აღარ იქნება.



„საქპატენტის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მანანა ფრუიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კანონპროექტი დამუშავების პროცესშია, მიმდინარეობს კონსულტაციები. შესაბამისად, ცვლილების ამოქმედების ზუსტი თარიღი განსაზღვრული არ არის.



„ახლა მიმდინარეობს მუშაობა, როგორ შეიძლება დარეგულირდეს საკითხი, ყველასთვის მისაღები ფორმით“, - აღნიშნა მანანა ფრუიძემ.



მისი თქმით, ინტერნეტში საავტორო უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სავალალო მდგომარეობაა, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის ადგილობრივ შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ასევე, ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას.



მანანა ფრუიძე ამბობს, რომ საუბარი არ არის წვდომა იყოს მხოლოდ ფასიანი. შესაძლებელია, შეიქმნას ალტერნატიული კონტენტი, სადაც გარკვეული ნაწილი იქნება უფასო და აბსოლუტურად ხელმისაწვდომი. თუმცა, ამავე დროს დაცული უნდა იყოს საავტორო უფლებები.




„დღეს არ არის საუბარი იმაზე, რომ ხვალ რაიმე აიკრძალება. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ შეიქმნას ალტერნატიული კონტენტი, სადაც ხელმისაწვდომობაზე არ იქნება პრობლემა. მეორეს მხრივ, აუცილებელია დავიცვათ საავტორო უფლებები. კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ის ანაზღაურება, რა რესურსსაც ხარჯავენ. უნდა გავითვალისწინოთ, საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოები არის გარკვეული ქონება, რის შესაქმნელადაც იხარჯება ფინანსები. ამ საკუთრების უფლებას სჭირდება დაცვა, რომ შეიქმნას ისევ ახალი, მოხდეს ჩვენი კულტურის და ეკონომიკის განვითარება. შესაბამისად, ამისთვის გარკვეული საზღაურის დაწესებაა შესაძლებელი“,- განაცხადა მანანა ფრუიძემ „ბიზნესპარტნიორის“ გადაცემაში.


business-partner.ge





თეგები:
ფილმები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up