ფინალური ინსპექცია აქ ბაკურიანში, რომელიც FIS-ის მიერ განხორციელდა, ძალიან შთამბეჭდავი იყო. სამუშაოები საუკეთესოდ არის შესრულებული - მიშელ ვიონი

ფინალური ინსპექცია აქ ბაკურიანში, რომელიც FIS-ის მიერ განხორციელდა, ძალიან შთამბეჭდავი იყო. სამუშაოები საუკეთესოდ არის შესრულებული - მიშელ ვიონი

access_time2022-11-15 12:18:28

საქართველო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით. 2023 წლამდე კი ქვეყანას ვალოდებულება აქვს აღებული განახორციელოს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინსპექტირებას უწევს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია (FIS). მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგებლში 2022 წელს დიდველისა და მიტარბის არეალში, უმოკლეს დროში აშენდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (ტბა) ჯამური მოცულობით 307 000 მ3, რომელიც აუცილებელია გათოვლიანების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. ასევე აშენდა 6 ახალი საშეჯიბრო ტრას. დიდველი, კოხტა-მიტარბის არეალში კი აქტიურად მიმდინარეობს 29 კმ-ნი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონჯტაჟი. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) დელეგატები, დასკვნით ინსპექტირებაზე ბაკურიანში იმყოფებოდნენ რათა შეეფასებინათ, როგორც მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე საორგანიზაცო საკითხები.



საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მიშელ ვიონმა საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოები დადებითად შეაფასა.



„ფინალური ინსპექცია აქ ბაკურიანში, რომელიც FIS-ის მიერ განხორციელდა, ძალიან შთამბეჭდავი იყო. ახალი მშენებლობები, ინფრასტრუქტურა, უზარმაზარი ტბა 200 000 კუბური მეტრი წყლის მოცულობა , სამუშაოები საუკეთესოდ არის შესრულებული. ახლა კი ველოდებით თებერვალს, იმისთვის რომ სრული სურათი დავინახოთ, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად ვუზრუნველყობთ ბაკურიანში დაგეგმილი ღონისძიების საუკეთესოდ ჩატარებას“ .




„საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მიერ დადებითად შეფასდა ჩვენს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურა. დასრულდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარის მშენებლობა, აქტიურადე მიმდინარეობს გათოვლიანების 29 კილომეტრიანი ხაზის მშენებლობა. დასრულებულია 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა. იმედს ვიტოვებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატს ღირსეულად ვუმასპინძლებთ .“- განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ.



„ბაკურიანი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე თვეა დარჩენილი. აქიდან გამომდინარე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ საბოლოო ინსპექცია ჩაგვიტარა , როგორც ორგანიზაციულ ნაწილში, ასევე ინფრასტრუქტურულ ნაწილში. დადებითად შეაფასა ჩვენი მუშაობა და იმედს ვიტოვებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ“- განაცხადა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ.

თეგები:
ბაკურიანი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up